workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გოლის 9 განსხავებული ავტორი ნაპოლისთან

გოლის 9 განსხავებული ავტორი ნაპოლისთან

“ნაპოლი” “ბარსელონასთვის” უცხო მეტოქე არაა. კლუბი მას ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ორჯერ შეხვდა, ერთხელ 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ხოლო მეორედ 2021/22 წლებში ევროპა ლიგის მეოთხედფინალში.

ნათამაშებ 4 შეხვედრაში “ბარსელონამ” იტალიელებს 9 გოლი გაუტანა და ცხრავე გოლის ავტორი სხვადასხვა ფეხბურთელი იყო. გრიზმანი, მესი, სუარესი, ფერან ტორესი, ალბა, ლანგლე, ფრენკი დე იონგი, პიკე და ობამენიანგი – ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთაც “ნაპოლის” კარი აიღეს. ნიშანდობლივია, რომ ამათგან დღეს “ბლაუგარანაში” მხოლოდ ორი – ფერან ტორესი და ფრენკი დე იონგი თამაშობენ.

“ბარსელონა” “ნაპოლის” ოთხშაბათს, 23:55 საათზე დაუპირისპირდება (თბილისის დროით).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 20 თებ 2024, 20:10
    #6

    ციტატა: akaki
    მინდა კვარამ გაიტანოს.და მერე ეგება გამოფხიზდეს ეგ ფეხებით დასაკიდებელი ლაპორტა.და იგ სირიკო დეკუ.რომ მოიყვანონ კვარა ბარსაში.ამაზე უკეთესი შანს კვარას მოყვანის არ ექნებათ.სანამ სხვამ დაგვასწრო.მჯერა რომ კვარა ბარსაში გაბრწყინდება ისე ითამაშებს.მითუმეტეს ფლიკი თუ მოვიდა ბარსაში…. აუ კაცურად არ გამოხტეს ახლა ვინმემ და არ დამიწყოს შენ ბარსას ბალეჩიკი არ ხარო.


    კვარას ფასი 80 მილიონია, რით უნდა იყიდონ. ყველაზე ძვირ ფრენკში 60 მილიონს გვთავაზობენ, სხვებს კი არავის არ უნდა წასვლა. ყველას ბარსაში უნდა ისტორიის დაწერა. და მთავარი გარემარბზე მეტად საყრდენი გვინდა.

  • Flying Dutchman
    schedule 20 თებ 2024, 09:09
    #5

    ფერანზე რა ისმის, გამოტოვებს?

  • Rick Sanchez
    schedule 20 თებ 2024, 08:39
    #4

    ბოლო თამაში როგორც ჩაატარა ჩავიმ ნაპოლის წინააღმდეგ, ეგრე თუ ითამაშებს ხვალაც, კარგი ანგარიშით მოიგებენ (მეტი არაა ჩემი მტერი ამათმა ხვალ მოიგონ).

  • akaki
    schedule 20 თებ 2024, 05:50
    #3

    მინდა კვარამ გაიტანოს.და მერე ეგება გამოფხიზდეს ეგ ფეხებით დასაკიდებელი ლაპორტა.და იგ სირიკო დეკუ.რომ მოიყვანონ კვარა ბარსაში.ამაზე უკეთესი შანს კვარას მოყვანის არ ექნებათ.სანამ სხვამ დაგვასწრო.მჯერა რომ კვარა ბარსაში გაბრწყინდება ისე ითამაშებს.მითუმეტეს ფლიკი თუ მოვიდა ბარსაში…. აუ კაცურად არ გამოხტეს ახლა ვინმემ და არ დამიწყოს შენ ბარსას ბალეჩიკი არ ხარო.

  • basa7
    schedule 20 თებ 2024, 02:55
    #2

    ვნახოთ აბა რა იქნება

  • ნოდარ დავითაძე
    schedule 20 თებ 2024, 02:12
    #1

    რატომღაც მგონია რო ეს 2 საპლეიოფო მატჩი იამალის გაბრწყინების იქნება. barca-1 ვისკა ბარსა