Diario Sport იუწყება, რომ “ბარსელონას” გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატის, იულიან ნაგელსმანის კლუბში მოსვლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
უპირველეს ყოვლისა, ნაგელსმანი, რომელიც გერმანიის ნაკრებს წვრთნის, თავისუფალი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის, ანუ ივნის-ივლისის შემდეგ იქნება, რაც პრე-სეზონის დაგეგმვაზე უარყოფითად იმოქმედებს. გარდა ამისა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ გერმანელს, შესაძლოა, გასახდელთან ურთიერთობა გაურთულდეს. ანალოგიური პრობლემა მას “ბაიერნშიც” ჰქონდა. დაბოლოს, “ბარსას” უფრო გამოცდილი მწვრთნელი სურს, ვიდრე 36 წლის ნაგელსმანი.
“ბლაუგრანას” ჩავი ერნანდესის შემცვლელზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი ჰანსი ფლიკია, თუმცა მის მიმართ ინტერესი სხვა კლუბებიდანაც ჩნდება.
ისე ტერ-შტეგენი რო დაალაპარაკონ გერმანულ ჯიგრულ პონტში?
თავიდან მეთქი ფლიკზეა საუბარი და გამისკდა გული.