workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფა ბენიტესი: საუკეთესოებს ვხვდებით და მათ პატივი უნდა ვცეთ

რაფა ბენიტესი: საუკეთესოებს ვხვდებით და მათ პატივი უნდა ვცეთ

ვიგოს “სელტას” დამრიგებელმა, რაფაელ ბენიტესმა “ბარსელონასთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დანაკლისისა, კატალონიელები მაინც მძლავრად გამოიყურებიან.

მათ ყოველთვის ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები, რის გამოც მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. “ბარსელონას” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჯერაც არ წაუგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბრწყინვალე გუნდს ვხვდებით, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს.

სხვათა შორის, რაფაელ ბენიტესმა საუბრისას ჩავის გახმაურებული ანონსი ცალკე გამოარჩია და ესპანელ კოლეგას მეგობრულად თანაუგრძნო.

მადრიდის “რეალში” მასწავლეს, რომ ღირებული მხოლოდ პირველი ადგილია და მეორეზე გასვლა არაფერს ნიშნავს. ჩავიმ გასულ სეზონში ჩემპიონატი მოიგო, თანაც დამაჯერებლად, თუმცა მუდმივად მწვერვალზე ყოფნა ძალიან რთულია.

– თქვა ვიგოური კლუბის დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ “სელტასა” და “ბარსელონას” ხვალინდელი დაპირისპირება 21:30-ზე შედგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 17 თებ 2024, 00:37
    #3

    ბარსას სახელი თუ შეაშინებს დღეს ვინმეს.

  • Rick Sanchez
    schedule 16 თებ 2024, 22:47
    #2

    მაგარი სვარკა თამაში იქნება…

  • nika 54
    schedule 16 თებ 2024, 18:30
    #1

    იმედია მოედანზეც სცემს პატივს და არ დააჩეხინებს თავის გუნდს ბარსას ისედაც შემეჩხერებულ შემადგენლობას.