რაფა ბენიტესი, “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელი, იხსენებს მილანის “ინტერში” გატარებულ დროს და ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელსაც კლუბის სხვა წევრებთან უთანხმოება მოჰყვა.
“როცა “ინტერში” მივედი, ტრანსფერებს დამპირდნენ, მაგრამ ეს არ შეასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში კრიზისი იყო.
დაახლოებით 15 მოთამაშე 30 წელზე მეტის იყო. 38 წლის ფეხბურთელები მყავდა, რომლებიც ხშირად ტრავმებს იღებდნენ, მაგრამ მაინც არ სურდათ გაეგოთ, რატომ უნდა დაეთმოთ მინდორზე ადგილი ფილიპე კოუტინიოსთვის, რომელიც მაშინ 18 წლის იყო”.
ამ მდგომარეობას მალე ბრაზილიელის ტრავმაც დაემატა, რის შემდეგაც ის იჯარით”ესპანიოლში” აღმოჩნდა, შემდეგ კი “ლივერპულში” გადავიდა, რომელსაც “ბარსელონას” მაისურით რამდენიმე დღეში დაუპირისპირდება.
aba joze giji iyo ro wavida. bolo wlebi qondat liderebs. imena pikshi iyo yvela 2010 shi. da mainc rogor mogviges ar mesmis. ki iyo msajebis fataluri shecdomebi mara rac iyo iyo
რატო უნდა დაეთმოთ და კუბო რო მოუჩანდათ უკვე და ორი მეტრის გარბენაზეც ფილტვებს ალაგებდნენ მოედანზე აი მაგიტომ