workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რობერტ ლევანდოვსკი: შემდეგი კვირა პროგრესისთვის იდეალური მომენტია

რობერტ ლევანდოვსკი: შემდეგი კვირა პროგრესისთვის იდეალური მომენტია

“ბარსელონას” ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდის გეგმებზე ისაუბრა. 

ახლა შესანიშნავი შანსი გვაქვს, საქმე უკეთესობისკენ შევცვალოთ – შემდეგი კვირა პროგრესისთვის იდეალური მომენტია. ჯერ ვიგოში უნდა ვითამაშოთ, შემდეგ კი – ჩემპიონთა ლიგაზე. რთულია იმის ახსნა, რა ხდება, რადგან “გრანადასგან” 3 გოლი გავუშვით. სამუშაოდ გრძელი კვირა გვქონდა და მზადებას განვაგრძობთ.

სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გვმართებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მატჩს მოვიგებთ, სეზონის ბოლოს კი ტიტულსაც დავეუფლებით. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ.

თუ გავერთიანდებით, მჯერა, რომ სეზონის ბოლოს შედეგებით ბედნიერები ვიქნებით.

გასულ წელს ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და პიკე არ იყვნენ, წელს კი გამოცდილი ფეხბურთელებისა და ახალგაზრდების ნაზავს ვხედავთ. 

– განაცხადა პოლონელმა. 

რობერტს ჰანსი ფლიკზეც ჰკითხეს. ფეხბურთელმა ამ კითხვას თავი აარიდა და ლაკონურად უპასუხა:

ახლა ჩვენი მწვრთნელი ჩავია, სულ ესაა. ჰანსი ფლიკი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ “ბარსას” მწვრთნელი ჩავია.

ასევე, ჟურნალისტმა ლევანდოვსკის უთხრა, რომ “ესპანიოლის” ქომაგია, რობერტმა კი უპასუხა:

შენს გამო ძალიან ვწუხვარ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Chico
    schedule 17 თებ 2024, 02:00

    მთავარი პრობლება გუნდის მოდუნება და მატჩების წაგება კი არ არის, ყველას აქვს ჩავარდნები. მთავარი პრობლემა გრძელი ენის უაზრო ტლიკინი. უსაფუძვლო დაპირებები და სიტუაციიც არარეალური შეფასებაა.
    ეს პითალო შონშლე რომ იძახის ამას, ხვალ რომ სელტამ გაუდოს და მერე ნაპოლიმაც ზედ დაამატოს, არ უნდა მოიგდო ფეხებში და ცემით გაასიო?
    ისეთი უჭირავს, რომ თითქოს ვერავინ ვერაფერს ხედავს და არავის არაფერი ესმის.
    რის ტიტულის მომგებია, სამი მეტრიდან კარებში ვერ არტყამს. სულამოხდილი ძაღლებივით დარბიან მოაედანზე და არ იციან რა გააკეთონ…. დარწმუნებულია ეს სირმანჯო, რომ ტიტულს მოიგებენ…. გამორიცხულია ეს!!!!!!
    ასევე იქცევა ჩავი, დგას და ტლიკინებს ყველანაირ სისულელებს და ტირილით თავს აცოდებს ყველას. ლაპორტა კიდევ ტყუილების კისერზე მოხვევის ცნობილი ოსტატია.
    ჩასვრიან ამ სეზონს, აი რა იქნება, უსირცხვილოდ გამოვლენ და იტყვიან – ბოდიში, ვეცადეთ, მაგრამ არ გამოვიდაო, მაგრამ შემდეგ სეზონში ტველა ტიტულს მოვიგებთო – და ესეც ტყუილი იქნება…. ვერ ვხედავ მე მომავალი სეზონის ნათელ პერსპექტივას.
    და თუ მბაპეც რეალში გადავიდა, მეყოლონ ვარდივით……….

  • Rick Sanchez
    schedule 16 თებ 2024, 22:27

    ციტატა: nika 54
    სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გვმართებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მატჩს მოვიგებთ, სეზონის ბოლოს კი ტიტულსაც დავეუფლებით. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ.
    და სეზონის რომელ ტიტულის მოგებას აპირებს? როგორც მახსოვს ლა ლიგა და ლიგაა დარჩენილი და ჩვენ რომელიმეს მომგებები ვართ? გვეღადავება ნამდვილად. შეიძლება გამპერის თასზე ლაპარაკობს, მაგრამ ის ახალი სეზონის დაწყების წინ იმართება ხოლმე.

    ლიგას აწვება ჯიმაა

  • nika 54
    schedule 16 თებ 2024, 19:23

    სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გვმართებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მატჩს მოვიგებთ, სეზონის ბოლოს კი ტიტულსაც დავეუფლებით. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ.
    და სეზონის რომელ ტიტულის მოგებას აპირებს? როგორც მახსოვს ლა ლიგა და ლიგაა დარჩენილი და ჩვენ რომელიმეს მომგებები ვართ? გვეღადავება ნამდვილად. შეიძლება გამპერის თასზე ლაპარაკობს, მაგრამ ის ახალი სეზონის დაწყების წინ იმართება ხოლმე.

  • Don_Andresito
    schedule 16 თებ 2024, 10:37

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Derskad ibazra beberom💙❤️ bicho mbapeze seriozuli ambavia aweuli,egeba ise sityvazechvenc dagvedo rame glaxaki shetavazeba,vai da messi neymartan tamashma,enrikem da rameebma cota chvenken gauchina simpatia.tan uechveli isaa rac gvchirdeba,uechveli dagvayenebda fexze da erti asad avardeboda magis saxeli. Mara pirovnulad mainc slea chemtvis ra…

    ჩემთვისაც. ფულის ღორი ჩამოყალიბებელი ჭყიპინა კაცია, რო ვერ ენდობი ისეთი. თავის ოცნებაზე უარს არ იტყვის თორე რეალი უმაგისოდაც გუნდია და არავინ იტყვის მბაპეს გადასვლით მოიგო ლიგაო, ისედაც ახერხებენ. ბელინგემი აგერ ჰაიპის პიკშია, არც მბაპეს პოზიცია უჭირთ და ასე შემდეგ. რონალდუ როცა გადავიდა მანდ წუმპეში იყო რეალი და გუნდის ამოთრევაში დიდი წვლილი აქ. მბაპეს კიდე მაგის გამო არავინ შეაქებს, იდეალურად დაკომპლექტებულ გუნდში რო მიდის. დაჟე უფრო არევს სიტუაციას ვიდრე რამეს დაალაგებს. ბარსას კიდე თუ წუმპიდან ამოათრევს ლეგენდა გახდება. რეალში შეიძლება ლიგა მოიგოს და ოქროს ბურთი ბელინგემმა წაიღოს, ბარსაში კიდე ყოველი მოგებული ტიტულის მერე გააღმერთებდნენ. პროსტა ჯერ ფული არ გვაქ, მერე ტ.რაკი, დეკო ბერგვალებს და გიულერებს ვერ კერავს, ალემანი რო გვყოლოდა კიდე 1% იანი შანსი გვექნებოდა. დეკოს და ჩმორი ლაპორტას პირობებში კიდე 0 ია შანსი. თან იქით პერესი და თავისი მატიონეტები არიან რომლებიც ჩაშლიან მაგ ტრანსფერს. მბაპე როგორც კი დაფიქრდება ბარსაზე ტებასი ახალ სანქციას დაგვადებს, ნეგრეირას საქმეს ამოწევს ან ახალს შეთითხნის და სეგუნდაში გადაგვაგდებენ სანამ მბაპეს თუნდაც დაველაპარაკებით. არც ღირს ფიქრი მაგ ტრანსფერზე

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 16 თებ 2024, 04:44