ესპანურმა Marca-მ “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ჩატარებული 5 შეხვედრა გაიხსენა, რომელთა შედეგებმაც ჩავის ფორმაციის გუნდი ფსკერისკენ გაგზავნა.
გრანადა 2-2 ბარსელონა
გამოცემის აზრით, “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კლუბს ნაადრევი გოლების მიღებისგან თავის დაცვა არ შეუძლია. სწორედ ასეთი შეხვედრა გამართა ჩავის გუნდმა ლა ლიგის პირველ წრეში “გრანადას” წინააღმდეგ, როდესაც ბრაიან სარაგოსამ კატალონიელებს გოლი პირველივე წუთზე გავის მხრიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ გაუტანა, მოგვიანებით კი ამავე ფეხბურთელმა მეტოქის კარის ბადეში მეორე ბურთიც მოათავსა.
ბარსელონა 1-2 რეალ მადრიდი
ეს ბელინგემის შოუ იყო. ამ შეხვედრამდე ჩავის საქმეები მშვენივრად მიდიოდა, რადგან ბოლო 10 თამაშში კლუბს 7 მოგება და 3 ფრე ჰქონდა. საგულისხმოა, რომ “ბარსელონა” “ელ კლასიკოსაც” კი კარგად იწყებდა, რომელსაც ჩავის გუნდი ილქაი გიუნდოგანის გოლით იგებდა. როგორც Marca წერს, “ბლაუგრანამ” კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ პირველი ერთი საათი შესანიშნავად დაგეგმა, თუმცა მატჩის დარჩენილი დრო საშინლად ჩაატარა. ესპანური გამოცემა განსაკუთრებით ბელინგემის მეორე გოლს გამოარჩევს, რა დროსაც “ბარსელონას” დაცვამ მოუმწიფებლობის შთაბეჭდილება დატოვა.
ბარსელოა 2-4 ჟირონა
ასეთ გამაოგნებელ შედეგს “ჟირონასგან” არავინ ელოდა. მიუხედავად წაგებისა, ჩავი მუდმივად აღნიშნავდა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და 0 ქულით დარჩენას არ იმსახურებდა, Marca კი თვლის, რომ საკუთარ კედლებში “ჟირონასგან” 4 გოლის მიღება არანაირი გეგმის ნაწილს არ უნდა შეადგენდეს. მათი მტკიცებით, კატალონიური დერბის ამგვარად წაგება საგანგაშო სიგნალს იძლეოდა, რომლის დღემდე არსებობაც კლუბს ლა ლიგის ტიტულის მოგებისგან საგრძნობლად აშორებს.
ბარსელონა 3-5 ვილიარეალი
საკვანძო მატჩსაც მოვადექით. ამ შეხვედრაში ჩავის გუნდმა შეძლო და ორბურთიანი ჩამორჩენა გააქარწყლა, თუმცა “ბარსელონამ” დამაკმაყოფილებელი შედეგი მაინც ვერ მიიღო, რაც ესპანური გამოცემის აზრით, გუნდის შეუმდგარობაზე მიუთითებს. როგორც შემდეგში გაირკვა, საშინაო კედლებში 5 ბურთის, თანაც ასეთ ემოციათა ორომტრიალში მიღება ჩავისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლა დააანონსა.
ბარსელონა 3-3 გრანადა
მორიგი სახეში გალაწუნება, მეტოქე კვლავ “გრანადაა”. ბოლო თამაშებში ისე ჩანდა, რომ თითქოს კლუბი დაცვით ფაზაში განვითარდა, თუმცა მედინას გუნდმა ყველაფერს ფარდა ახადა და “ბარსელონა” ისევ იმ სახეს დაუბრუნდა, რომელსაც ლა ლიგის მოგებაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. Marca ყველაზე მეტად სტუმართა პირველმა გოლმა და დე იონგი/გიუნდოგანის დუეტის თამაშმა გააოცა, როდესაც არც ერთმა და არც მეორემ მოწინააღმდეგეს ხელი არ შეუშალა. როგორც შემდეგში ჩავიმ დაასკვნა, “ბარსელონა” გოლებს ასე იოლად არ უნდა არიგებდეს, იმ გოლებს, რომელთა მიღებაც კლუბს ჩემპიონატის მოგების ოცნებას ეტაპობრივად უკლავს.
ესპანელ ჟურნალისტს, ლუის როხოს ანალიტიკური სტატიის წამყვან გეზად ის აქვს დასმული, რომ ჩავის დაკომპლექტებულმა გუნდმა ფიასკო ზემოაღნიშნული 5 თამაშიდან 4-ჯერ საშინაო კედლებში განიცადა, რაც კლუბში მიმდინარე კრიზისის სიმწვავეზე საკმაოდ ნათლად მიუთითებს.
მარკამ რეალის შარშანდელი ჩავარდნები გაარჩიოს, ბარსელონამ რო 10 ქულით მოუგო ჩემპიონატი.
ბარსელონას დაცემა დაიწოო ვალვერდეს მოყვანით🙂კი ლალიგას წაუგებლად ვიგებდით,მაგრამ რა თამაშებიც მაგ ადამიანმა წაგვაგებინა ლიგაზე…მანდ დაიწყო ლუზერული მენტალიტეტის ჩამოყალიბება,მაქედან მოყოლებული აღარავის ეშინია ბარსელონასიიი,არც კუმანმა დაგვაქცია და არც სეტიენმააა,ვალვერდეს მოყვანის დღე იყო საბედისწეროო და კიდევ მაგ ჩაჯმული მენტალიტეტის გამოსწორებას ვცდილოობთ🙂
კი დეიონგის პირველი შემთხვევა ეგ არა ყველას გვიყვარს მაგრამ დაცვაში 0.გაცილებით ადრე გამოჩდა კუნდე არაუხოს წამიერი ჩამოძინება წელს.ხანდახან მგონია რომ წასვლა უნდათ სხვა გუნდში დიდი ხელფასების გამო და თუ ასე ფიქრობენ ჯობია წავიდნენ.მე მირჩევნია კანსელოსნაირი გიჟი მოტივირებული რომელიც გულზე ხელს ირტყამს ყველა თამაშზეე და პატარა ბიჭებს აძლევს მოტივაციას.აქ ვიღაცებს გონია რომ ხავის ვიცავ მაგრამ მოვა მწვრთნელი და ნახავთ თუ რადიკალურად არ შეიცვალა იგივე მინუსები ექნება ბევრ ფეხბურთელს და ამაში დარწმუნდებით მალე ✌️
ფსკერისკენ იმიტომ რომ ფული არ აქვთ , და გაყიდონ გუნდი სხვა იყიდდა და ჩადებდა ინვესტიციას. ამაზე უარესს ხო არ იზავდა ამათმა რაც დამართეს.
ახალი მწვრთნელი გვინდა. მაღალი დონის საყრდენი და მაღალი დონის ვინგერი . ეს ყველაზე აუცილებელი რაც არის საჭირო დანარჩენი უკვე რამდენსაც გავწვდებით
რამდენი რამ შეუძლია თუნდაც ორ პოზციის გაძლიერებას კი ვნახეთ ლივერპულში , მოიყვანეს ალისონი და ვან დეიკი და ამ ორ პიზიციამ სრულიად შეცვალა ლივერპული და კი აიღეს ლიგაც და პრემიერლიგაც და დღემდე არიან მოწინავე პოზიციებზე ხშირად