“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის, ფრანკ კესიეს კოტ-დ’ივუარი აფრიკის ჩემპიონია.
კოტ-დ’ივუარი ფინალში ნიგერიას დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. ანგარიში უილიამ ტროსტ-ეკონგის გოლით ნომინალურმა მასპინძელმა გახსნა, მაგრამ 62-ე წუთზე ფრანკ კესიემ წონასწორობა აღადგინა, 81-ე წუთზე კი სებასტიან ალემაც გაიტანა და თავის ქვეყანას კონტინენტის ჩემპიონობა მოუტანა.
კოტ-დ’ივუარის ისტორია ნამდვილად გასაოცარია. 18 დღის წინ, “სპილოებმა”, აფრიკის ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ წაგებული მატჩების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფრანგი ჟან-ლუი გასე გაათავისუფლეს. გუნდი ჯგუფიდან მაინც გავიდა და ახალ თავკაცად ემერს ფაე დანიშნა, რომელსაც არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა – 4 მატჩის შემდეგ, მან კოტ-დ’ივუარს ტიტული მოაგებინა.
რაც შეეხება კესიეს – მან “ბარსელონაში” 2022/23 წლების სეზონი გაატარა, 43 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. კოტ-დ’ივუარელი “ბარსასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ესპანეთის სუპერ თასიც მოიგო.
არ იყო ეს კაცი გასაშვები ამაზე უარესებიც გვყავს გუნდში.
ტიპი შეიხებთან წავიდა ფულის გამო 27 ასაკში რავიცი როგორ არ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი
ოსიმენი დარჩა პირღიად ანუ:დ:დ მიატოვა ნაპოლი და გაიქცა ჩემპიონობა მინდა ნაკრებითაცო და აგე ნაპოლი დატოვა ხვიჩას კისერზე
დავიჯერო ფრენკის და კესის დუეტი და აქეთ გუნდო უფრო პროდუქტიული არ იქნებოდა? რა რომეუ და ჩინური ბუსკეცები აუტყდათ ამ ჩემისებს
კესიე ნადირია, ყველა მატჩში გააქვს ნაკრების მაისურით.
კესის გაყიდვას დღემდე ვერ ვპატიობ ამათ…
დეკუ და ლაპორტა მოკვდით საერთოდ, შამბალა რომეუ მოათრიეთ და კესი გაუშვით ეს რანაირი სვლაა ვისგაუგია