workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესის კომენტარი მატჩის წინ

ჩავი ერნანდესის კომენტარი მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “გრანადასთან” მატჩის წინ DAZN-ს ინტერვიუ მისცა.

ტერ შტეგენზე:

ინიაკი პენიამ მარკის ტრავმის დროს გვიხსნა. ახლა ტერ შტეგენი დაბრუნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ის კაპიტანი და დიდებული ფეხბურთელია. 

კრისტენსენზე:

ანდრეასი ნახევარდაცვაში იქნება. “ალავესთან” მისი თამაში მოგვეწონა. კრისტენსენს სავარჯიშო სესიებზე დიდხანს ვაკვირდებოდით. ვიმედოვნებთ, ამოცანა თავს დღესაც კარგად გაართმევს.

ახალგაზრდებზე:

აკადემიის ფეხბურთელების განაცხადში შეყვანა დიდი პატივია. კუბარსი და ლამინი მზად არიან, ასევე ფორტი და გიუ. ახალგაზრდებზე დაყრდნობა ჩვენი იდენტობაა.

მეტოქეზე:

ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. “გრანადა” ახალ მწვრთნელთან ერთად მშვენივრად გამოიყურება. ისინი თავს კარგად იცავენ და ვერტიკალურად თამაშობენ… ვიმედოვნებ, 3 ქულისთვის ყველაფერს გავიღებთ.

შეცდომების უფლება არ გაქვს. ეს შანსია, რომ “ჟირონასა” და “რეალ მადრიდს” მივუახლოვდეთ. მეტოქე რთულია, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში ქვემოთაა, მაგრამ დღეს უნდა მოვიგოთ.

მატჩი სტარტს 15 წუთში აიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 12 თებ 2024, 20:28
    #2

    ციტატა: R-10
    მოსაგები თამაშია! იმედია არმიქარავთ რამეს. 5 ქუკა ატლესთან სხვაობა მშვენიერი საქმეა


    მაინც მიქარეს.

  • R-10
    schedule 11 თებ 2024, 23:48
    #1

    მოსაგები თამაშია! იმედია არმიქარავთ რამეს. 5 ქუკა ატლესთან სხვაობა მშვენიერი საქმეა