Sport-ის ინფორმაციით, იბრაჰიმ დიარა “ბარსა ატლეტიკში” იანვრის ბოლოდან სინჯებს გადის.
მიუხედავად იმისა, რომ მალელს პოზიციური თამაში და განსხვავებულ სტილთან ადაპტაცია უჭირს, მან თავისი ფეთქებადობით, სწრაფი მანევრირებით, დრიბლინგით, ტექნიკით, დარტყმით, გოლების გატანის უნარითა და ბოლო პასით მწვრთნელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იბრაჰიმს თანაგუნდელებიც თბილად შეხვდნენ და ყველაფერში ეხმარებიან.
ახლა კლუბის გადასაწყვეტია, ფეხბურთელს გაიფორმებს თუ არა. იმის გამო, რომ დიარა არაევროკავშირელია და 2024 წლის 18 დეკემბრამდე სრულწლოვანი არ იქნება, “ბარსელონას” გადასაწყვეტად დრო ჯერ კიდევ აქვს.
დიარა “ბარსაში” სინჯებზე აკადემია “აფრიკა ფუთიდანაა” გამოგზავნილი. 17 წლის იბრაჰიმი ამპლუით მარჯვენა გარემარბია.
ეს დემბელე-2 არ გამოდგეს ყურადღებით შეამოწმონ. კარგად დაფიქრდნენ IQ-ც შეუმოწმონ.
დატოვონ რა იცი რა ხდება დდ