ესპანურ მედიაში ჟერარ პიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის იმდროინდელი ჩანაწერი გავრცელდა, როდესაც ქვეყნის სუპერ თასის საუდის არაბეთში ჩატარების ვერსია განიხილებოდა.
მოლაპარაკებებში ჩართული იყო პიკეს კომპანია Kosmos, რომელმაც, როგორც გაირკვა, საკომისიოს სახით საკმაოდ მსუყე თანხა მიიღო.
ესპანეთის სუპერ თასის საუდის არაბეთში ჩატარების სანაცვლოდ ფეხბურთის ფედერაცია წელიწადში 40 მილიონ ევროს იღებს, აქედან წელიწადში 4 მილიონი პიკეს კომპანიას ხვდება. კონტრაქტი ექვსწლიანია, ანუ Kosmos სულ 24 მილიონ ევროს მიიღებს.
როგორც ჩანს, მოლაპარაკებების პროცესში რუბიალესი საუდის არაბეთის მხრიდან შეთავაზებული თანხით უკმაყოფილო იყო. მიზეზი ისაა, რომ სუპერ თასზე საზღვარგარეთ სათამაშოდ “რეალი” 8 მილიონ ევროს ითხოვდა.
El Confidencial ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ისმის, რომ პიკე რუბიალესის დარწმუნებას ასე ცდილობს:
ერთ-ერთ საუბარში ასევე ისმის, რომ პიკე და რუბიალესი სუპერ თასის “კამპ ნოუზე” ჩატარების ვარიანტს განიხილავენ.
რუბიალესი პიკეს ეუბნება:
კიდევ ერთი ჩანაწერი 2019 წლის 15 სექტემბერსაა გაკეთებული. წინა დღეს “ბარსამ” “ვალენსიას” 5-2 მოუგო, რუბიალესი კი პიკეს ასე ულოცავს:
ესპანეთის სუპერ თასის საუდის არაბეთში ჩატარება 2020 წლის იანვარში დაიწყო.
რა იცი, ეგება პიკემ ლაპორტას ნათქვამი რო დაადასტუროს ამისთვის შაკირა დასვას პრეზიდენტად, თვითონ კი საქმეებს მიხედოს.
პიკე: მაგარი მაყუთი იჭრება დონ

პიკე მაგარი თუ არ იყოს იმის დედა ვატირე, ტიპს თუ გამოსდის უარი რატო უნდა თქვას რო ?? მაგარია შაკირიჩი სერიოზული შემსრულებელია და ეს რომ პრეზიდენტად გაიჩითება მერე იქნება დონე.
El presidente. ლაპორტა,რომ გაასხამს ეს მოვა უეჭველი.მახსოვს ლაპორტან,რომ თქვა 5 წელზე ნაკლებ ხანში ქალი იქნება ბარსას სათავაშიო,მაგრამ პიკე სადაცაა,არამგონია სხვას დიდი შანსი ჰქონდეს.
ძაან მაგარი კაცია. არა ბიჭო მარტო ხელფასზე იქნება რო კარიესრის მერე შემოსავალი აღარ ქონდეს ზოგიერთი დიშლასავით, იცის და ძალაა. ასევე ბარსაზეც უფიქრია 8 მილიონი მარტო მონაწილეობისთვის და მატჩი ბარსას მოედანზეც თუ ჩატარდა დამატებითი შემოსავალია
პიკე რა ჩათლახია იმენა 😃
აჰა, კამპ ნოუ ბილეთების მოხოდვის თემაში უნდოდათ

ბევრი მოვა, ბევრი ბილეთი გაიყიდებაო