პირველი გუნდის ფეხბურთლები აგრძელებენ დღეს, ”რასინგთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას. თამაში ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიწყება.
პეპ გვარდიოლამ ბოლო ვარჯიში გამართა ”რასინგთან” მატჩამდე. სესია 11:30 საათზე დაიწყო. მწვრთნელის განკარგულებაში პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი იმყოფება. სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს.
გუნდმა ვარჯიშის შემდეგ ისადილა, რის შემდეგაც ფეხბურთელები დასასვენებლად წავიდნენ. გუნდი ”ნოუ კამპზე” 18:30 საათზე შეიკრიბება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=gU5d2TRD-p8]



