“ბარსელონა” ესპანეთის თასის 1/4 ფინალში ბილბაოს “ატლეტიკთან” 2-4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ჩავი ერნანდესმა აღნიშნული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.
კარგად ვიასპარეზეთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც სახლში ძალიან ძლიერია. მე უკვე ვთქვი, რომ წილისყრის შედეგი ჩვენთვის ხელსაყრელი არ იყო. “ბილბაო” ინტენსიური გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში რთულია.
ჩვენ ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, რომლებიც გოლებად დაგვიჯდა.
ძალები უნდა აღვიდგინოთ და ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გავაგრძელოთ. შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ.
იამალი დამწუხრებული იყო, თუმცა შანსები სწორედ მან შექმნა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა.
ერთი მხრივ, შედეგის გამო მოწყენილი ვარ, თუმცა მეორე მხრივ ახალგაზრდა ფეხბურთელების პერფორმანსით ვამაყობ.
ფერმინი მოედანზე უნდა შემოსულიყო, თუმცა გვითხრეს, რომ აკადემიის სამზე მეტი ფეხბურთელი მინდორზე ვერ იქნებოდა, ამიტომ ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ექტორ ფორტი პირველ გუნდში სათამაშოდ მზადაა. ის დღეს არაჩვეულებრივი იყო.
“ბარსას” დიდი მომავალი აქვს და მე ჩემს თავზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ეს რაღაც ახლის დასაწყისია. ახალგაზრდებს იმიტომ ვათამაშებ, რომ მინდა, მომავლისთვის მოემზადონ. არ მანაღვლებს, კვლავ მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი.
როგორც ნებისმიერი მწვრთნელის შემთხვევაში, ჩემი ბედიც ტიტულებზეა დამოკიდებული.
თუ სეზონს კარგად ვერ დავასრულებთ, ნორმალური იქნება თუ კლუბს დავტოვებ. ეს “ბარსაა” – ვიცი, სადაც ვარ.
როკემ ბოლო მატჩში ითამაშა, ახლა კი გიუს ჯერი იყო. სათამაშო დროს ყველა მიიღებს.
ჩემთის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის მოთამაშეებს შორის განსხვავება აღარ არსებობს. ჩვენ ყელა გვჭირდება – ახალგაზრდებიც და ვეტერანებიც.




ეს სეზონი ჩვენთვის უტიტულოდ დამთავრდება ანუ გაუშვებენ ამ კაცს.
შე სირიკო კაცო, ერთადერთი ტურნირია კოპა, რომლის მოგება შეუძლია მხოლოდ ამ ბარსას. ისიც კი წააგე და წუწუნებ ბილბაო ინტენსიური გუნდიაო. აბა გრანადას კლასის გუნდები რომ მყავდეს ლიგაზე, პრიმერაში და კოპაზე მეც მოვიგებ ტრიპლეტს. შენ რისთვის ხარ აბა მანდ? ძალიან დაბალი დონის ტაქტიკოსი ხარ. შენი უხეში შეცდომების გამოა გუნდი იქ, სადაცაა, თორემ ამ სასტავით პრიმერას მოგება თავისუფლად შეუძლია მაგალითად ვალვერდეს))) ისიც კი სანატრელი გაუხადე კულეებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გუნდი გუნდად ხო გააფარჩაკეთ და პლუს, სატრანსფერო პოლიტიკა ვისაც ეხება და სამედიცინო შტაბი, იქაც ნეპოტიზმია ალბათ და აი ძალიან დაბალი დონეა, როგორც სამედიცინო შტაბი, ისე სპორტული დირექცია. ეს ყველაფერი ჯერ ბართომეუმ დაიწყო ფა ახლა ლაპორტაც დიდი ,,წარმატებით" აგრძელებს. გინდ უტვინო მიწოდეთ, გინდ გიჟი: ეს არის გეგმა ბარსას დაშლის და ისევ იმ გუნდად ქცევის, რაც გაუჩომდე იყო და ამაში პერესიც ,,ეხმარება" ლაპოს.
რომელ კარგად ასპარეზობაზე ლაპარაკობს ოთხჯერ მეტი დარტყმა ქონდა ბილბაოს და ის გოლებიც ერთ შემთხვევით გავიტანეთ და მეორე ინდივიდუალურობის ხარჯზე ძაან ბევრჯერ ვკარგავდით ბურთს დაცვიდან ამოტანის დროს და კარგად ასპარეზობა რაში გამოიხატება
აუ ეს ჩავი სულ მიზეზებს რატო ეძებს ხან ბალახი იყო ცუდიო მერე ბუცი არ უვარგოდა იმასო და ეეთხელ შენი თავუ დაადანაშაულე სულ სხვაში რი ეძებ მიზეზს
ყველაზე ცუდი ფაქტი ისაა, რომ ენრიკეს მერე მწრთვნელი არ გვყოლია. ამხელა კლუბს დავიჯერო არ აქვს კრიტერიუკები, რომელშიც უნდა ჩაჯდეს სამწრთვნელო კანდიდატი? გვარდიოლა-ენრიკეს დროს თამასა აწიეს, მწრთვნელიან-ფეხბურთელიანა ყველა ტოპი იყო და ახლა რას გვთხოვენ, რომ შევეგუოთ ამ ყველაფერს? არც ვალვერდე ვარგოდა, არც სეტიენი, არც კუმანი და ეს ყველაზე წყალწაღებულია. სამარცხვინო გუნდად გვაქცია ამ სეზონში, ყველა გუნდა გადაგვირბინა ვისაც ოდნავ მაინც შეეძლო ტაკტიკურად გამართული ფეხბურთი ეთამაშა. გუშინდელი ორივე გოლიც ინდივიდუალიზმით მივიღეთ, მცველების შეცდომა და იამალის სუპერ მოძრაობები, სად ეტყობოდა კლუბს ან აქ, ან რეალთან, ან სხვა თამაშებში მწრთვნელის ხელი? მარტივია მეგობრებო, უყირეთ ჟირონას, რეალის და შორს რომ არ წავიდეთ ატლეტიკოს, ატლეტიკის და სოსიედადის მატჩებს და ნახავთ, რაღაცას დაინახავთ რაც ჩვენ არ გვაქვს და ესაა გააზრებული მოძრაობები და პასები. აქ ხალხი რაებს იძახით, ჩვენზე კარგი ფეხბურთელები ყავს ჟირონას, ლევერკუზენს, ლაიფციგს, ინტერს და სხვა კლუბებს სახეს რო ახევენ ყველაფერს? არა, მავრამ მწრთვნელებს შეხედეთ
ვინ ყავთ, უყურეთ თუნდაც ერთ თამაშს და წაიკითხავთ ხელწერას. ზედმეტია უკვე, აღარ შემიძლია ჩავის ბარსელონას ყურება, ხელი ჩამაქნევინა ტიპმა ყველაფერზე.
როგორც ნებისმიერი მწვრთნელის შემთხვევაში, ჩემი ბედიც ტიტულებზეა დამოკიდებული.
წელს ვერაფერს მოიგებ ეს 100%-ით, გუშინ დამტკიცდა, ანუ ტიტულებზე ლაპარაკს აზრი აღარ ექნება და მაინცდამაინც თავს ნუ გააგდებინებ დიდი ფეხბურთელი იყავი, ამიტომ მორიგი წაგების შემდეგ ანუ ერთი თვის მერე ნაპოლი რო გამოგაგდებს და რეალთან ბრძოლას აზრიც აღარ ექნება გამოდი და თქვი ვაჟკაცურად: მე უნდა გადავდგე იმიტომ რო ვერაფერს ვერ ვაკეთებო. და წადი, სადმე ადგილს კიდევ იშოვი და რაღაც პრაქტიკას მიიღებ. ამასობაში ბარსა მოძლიერდება და მერე მოდი აშენებულ გუნდში, ასე უფრო მარტივი იქნება.
ნაგლი ხარ ხავი მაგარი თან.
იასნია, ფეხბურთელების ბრალია, მწვრთნელი რა შუაშია
საერთოდ ფეხბურთთან? თან თუ მაგარი ფეხბურთელი იყო და კლუბის ლეგენდა, ზნაჩიტ ფეხბურთელების ბრალია. ვაბშე საიდან მოიტანეს ეს მწვრთნელის თემა, ყველა წარმატებული გუნდი სადაც პროფესიონალ, წარმატებულ მწვრთნელები ყავთ ფულს ტყვილად ყრიან. მგონი უნდა გავყიდოთ 22 კაცი, ფული მივცეთ ხავის და მაგის ძმას და შეკრან ახალი გუნდი. მწვრთნელი არა კლე. ეს პერესი ხო ვაბშე რა სირია, ანჩელოტის რომ გაუგრძელა კონტრაქტი. ყოფილიყო ბენიტესი ის ზიდანიც რას მოათრია ტო. მაინც მოიგებდა ტიტულებს ისეთი გუნდი იყო.
ფაქტია გუშინდელი თამაში ჩავიმ კი არა ფეხბურთელებმა წააგეს. რას გავდა დაცვა ან ნახევარ დაცვა, ქანც გამოცლილები იყვნენ. თვითონ ფეხბურთელებშიც დიდი პრობლემაა ძმებო მწვრთნელი ვინ ჩემი კიკიტოა თუ ფეხბურთელები არ ვარგა. გვარდიოლას წარმატების ან ზიდანის ვინმეს ჯერავს ბენზემა რომ არ გადარეულიყო ?
მე ლიჩნად ფეხბურთის მწვრთნელს დავნიშნავდი. საინეტერესოა ეს გუნდი მწვრთნელთან ერთად როგორ ითამაშებს.