სულ რამდენიმე საათში ლა ლიგის ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პელეგრინის “ბეტისი” და ჩავის “ბარსელონა” შეხვდებიან.
სწორედ ამ შეხვედრის შესახებ აქვეყნებს სტატიას ესპანური Marca, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის “რეალ ბეტისის” ნამდვილ კოშმარს უწოდებს და ამას სტატისტიკური მონაცემებით ხსნის.
დღევანდელ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკი დაუპირისპირდება გუნდს, რომელიც მას ლა ლიგაში ყველაზე მეტად უყვარს. პოლონელი თავდამსხმელი “რეალ ბეტისის” კარში გოლს მუდმივად იტანს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ტურნირის ეგიდით იმართება შეხვედრები.
ლევანდოვსკიმ “ბეტისის” კარი პირველად 2023 წლის სუპერ თასის შეხვედრაში აიღო, რასაც თან ერთვის პენალტების სერიაში გატანილი ბურთიც. თვეების შემდეგ, ლევანდოვსკი მინდორს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ სწორედ “ბეტისის” წინააღმდეგ დაუბრუნდა და პოლონელმა ისევ გაიტანა.
“ბარსელონას” 9 ნომერმა სერია 4-0 და 5-0 მოგებულ შეხვედრებშიც გაზარდა და ორივე შეხვედრაში მეტოქეს თითო-თითო გოლი გაუტანა.
– წერს ესპანური Marca.
ამდენად, პოლონელ თავდამსხმელს “ბეტისის” წინააღმდეგ ჯამურად 4 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.
ლევანდოვსკის კოშმარი არ გაიშვას, ლეოს გოლების შემდეგ. ერთი მახსენდება, ბეტისს უკვე დიდი ანგარიშით ვუგებდით სტუმრად და ლეო უცებ აჩქარდა და მარცხენა ფლანგისკენ გაიქცა სადაც რომელიღაც გარემარბი შემორბოდა ლეომ პასი ითხოვა და მარცხენა ფრთიდან საჯარიმოს კუთხიდან ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია. და ყველაზე სასიამოვნო იყო მაყურებლის რეაქცია, რომლებიც ამ გოლ სილამაზეს ოვაციებით შეხვდნენ, თუმცა გოლი საკუთარი გუნდის კარში გავიდა.
ღამის კოშმარი კიარა შუა დღის მემაროჟნესავით დაყიალობს 😅
ხოდა მეხუთეს შეაგდებს იმედია დღეს, თითქოს შევიდა ფორმაში…
რა დრო დადგა, ტიპს 4 თამაშში 4 გოლი რომ გააქვს და ღამის კოშმარს ვეძახით
ვააახ
ნუ ალბათ ძალიან გათამამებული ვყავართ ამ დამპალ გუნდს მესებით, რონალდინიოებით, რივალდოებით, ნაზარიოებით, რომარიოებით და რავიცი..
ასეთი ცუდი ლიდერი და მწვრთნელი ერთ მაშტაბში როდის გვყავდა მე არ მახსენდება..