workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას კალვინ ფილიპსის იჯარით აყვანა სურს

ბარსელონას კალვინ ფილიპსის იჯარით აყვანა სურს

“ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველით, კალვინ ფილიპსით ინტერესდება, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, 28 წლის ინგლისელი ფეხბურთელი “ბლაუგრანას” სპორტულ დირექტორს, დეკუს მოსწონს. “ბარსაში” თამაში თავად ფილიპსსაც სურს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მას სათამაშო პრაქტიკის მიღების გარანტია სურს, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” არ ეძლევა.

შესაძლო ოპერაცია ასევე იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდებიან თუ არა “ქალაქელები” მოთამაშის იჯარით გაშვებას. ასევე ინგლისურ კლუბს სურს, რომ ფილიპსი ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.

ინგლისელით ასევე “ვესტ ჰემი”, “ნიუკასლი” და “იუვენტუსი” ინტერესდებიან. კატალონიურ კლუბში მიიჩნევენ, რომ ეს რთული ოპერაციაა, მაგრამ არა შეუძლებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 22 იან 2024, 23:08
    #10

    ციტატა: La Pulga10
    იჯარა ნიჩევო


    ფელიშივით თუ 15 მილიონი გადაიხადეს იჯარაში, ვერ იქნება კარგი შედეგი.

  • Frenkie de Jong_
    schedule 20 იან 2024, 22:06
    #9

    ციტატა: PavleG
    იჯარით შეიძლება, უბრალოდ იწერებოდა სასწაულად უდისციპლინო ტიპიაო, წონასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვსო, ზოგადად პეპი დროს ყველას აძლევს, ამან ვერ დაიმსახურა აშკარად და მიზეზიც ექნება ამ ყცელაფერს…


    წონის პრობლემა 2022 წლის ბოლოს ქონდა მსოფლიოს დროს,იმის მერე ჩადგა ფორმაში.მეპირადად ორიელ რომერუს 10010282 თავით მირჩევნია

  • Rick Sanchez
    schedule 20 იან 2024, 17:42
    #8

    იჯარით კიდევ შეიძლება ამის მოყვანა

  • PavleG
    schedule 20 იან 2024, 16:57
    #7

    იჯარით შეიძლება, უბრალოდ იწერებოდა სასწაულად უდისციპლინო ტიპიაო, წონასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვსო, ზოგადად პეპი დროს ყველას აძლევს, ამან ვერ დაიმსახურა აშკარად და მიზეზიც ექნება ამ ყცელაფერს…

  • MESSI 2017
    schedule 20 იან 2024, 16:50
    #6

    ძლივს აიყავნეთ იჯარით მშვენიერი ფეხბურთელია დეიონგის გვერდით იდეალური იქნება

  • Iniesta_8
    schedule 20 იან 2024, 15:53
    #5

    სანამ გავი დაბრუნდება საჭიროა კაცი ნახევარდაცვაში და მოვიდეს რას დააშავებს.

  • Don_Andresito
    schedule 20 იან 2024, 14:30
    #4

    პიტბულია მაგარი, ლივერსაც უნდაო და არსენალსაც. კონკურენტის გაძლიერებას ჩვენ მოგვცეს პეპმა. 6 თვით გავის შეგვიცვლის. ფორმაში თუ მალე შევა ართმევაზე კარგი მოთამაშე დაგვემატება, ეგეთი არ გვყავს გუნდში

  • La Pulga10
    schedule 20 იან 2024, 13:52
    #3

    იჯარა ნიჩევო

  • walker599
    schedule 20 იან 2024, 13:21
    #2

    რომეუს ხო აჯობებს, მარა იმდენი ხანი არ უთამაშია მაგასაც ვერ გაიგებ 🤷‍♂️

  • rivaldo80
    schedule 20 იან 2024, 12:51
    #1

    იჯარით კიდე არაუშავს