ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში “ბარსელონა” “ოსასუნას” დაუპირისპირდება.
რონალდ არაუხომ და ჩავი ერნანდესმა აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს
რონალდ არაუხო
ჩვენ დაცვასა და შეტევაში მეტი ძალა გვჭირდება. ამან გასულ სეზონში ბევრი მოგვცა, განსაკუთრებით ცოტა გოლების გაშვების უნარმა. ახლა სწორედ ეს გვაკლია თამაშების მოსაგებად.
ვიმედოვნებ, სუპერ თასი მიმდინარე სეზონშიც ისევე დაგვეხმარება, როგორც წინა სეზონში.
“ბაიერნის” ინტერესი? მე “ბარსაზე” ვარ ფოკუსირებული, აქ ბედნიერი ვარ. ამ გუნდის მაისურის დასაცავად ყველაფერს ვაკეთებ.
არავინ ფიქრობს, რომ “ოსასუნასთან” მატჩი მარტივი იქნება. პირიქით, ეს ძლიერი მეტოქეა.
ჩავის მოსვლის შემდეგ ბურთთან ერთად თამაში გავაუმჯობესე. ბურთთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობ. ის მეუბნება რომ თავდაჯერებული ვიყო.
ვცდილობ, დავეხმარო გუნდს, კლუბს და მეგობრებს იმდენად, რამდენადაც შეიძლება. რთულ მომენტებში მათ გასამხნევებლად მზად ვარ.
ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე მუდმივად რაღაცაზე საუბრობენ, მაგრამ “ბარსას” მაისურის ტარებისას ჩემს ერთგულებას 100%-ით ვაჩვენებ.
ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს და გვინდა, სუპერთასი ისევ მოვიგოთ.
ჩავი ერნანდესი
“ოსასუნას” შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც გუნდს ჭკვიანურ ფეხბურთს ათამაშებს. ეს ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავს.
ფეხბურთელებს ბოლომდე ვენდობი. მატჩების უმრავლესობაში გუნდმა კარგად ითამაშა. სუპერ თასისთვის ფიზიკურად და მენტალურად მზად ვართ.
ვიმედოვნებ, გასული სეზონის შედეგს გავიმეორებთ. სუპერ თასის მოგება გარდამტეხი მომენტი იყო. ვიმედოვნებ, ლა ლიგასა და სუპერ თასს ისევ მოვიგებთ.
ფეხბურთელების რეაქცია პოზიტიურია. მათ გააანალიზეს, რომ თუ ბოლომდე არ დავიხარჯებით, სასურველ მიზანს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ისინი თავდაჯერებულ მწვრთნელად მიმიჩნევენ, რომელიც მათ ნდობას უცხადებს და ზეწოლას საკუთარ თავზე იღებს. მათ ბევრი ვესაუბრე.
სერჟი რობერტო ნამდვილი კაპიტანი და სამაგალითო მოთამაშეა.
ხვალ საუკეთესო თერთმეტეულს შევარჩევთ. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, დამატებით დრო და პენალტების სერიაც ვითამაშოთ, ცვლილებები დიდ როლს შეასრულებს. ჟოაუ ფელიში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ისევე როგორც სხვები.




შარშან ამ დროს ჩვენ ვასწრებდით რეალს 7 ქულით და ითქვა რო ამის ამოქაჩვა შეუძლებელი იყო, ახლა პირიქითაა და რისი იმედი აქვს ჩავის, ის რაც რეალმა ვერ მოახერხა შარშან ბარსა მოახერხებს წელს?