მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრებში მუშაობას წარუმატებელი ნამდვილად არ ეთქმოდა. თუმცა კატარის მუნდიალზე განცდილმა კრახმა სიტუაცია შეცვალა და ფედერაციამ 52 წლის სპეციალისტი გაათავისუფლა.
გუშინ ღამით ლუჩო Twitch-ის სტრიმერ იბაი ლიანოსთან იყო სტუმრად და როგორც იბაის გადაცემების შემთხვევაში უმეტესად ხდება ხოლმე, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა.
რას ვეტყვი იმ ხალხს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სტრიმერობის გამო მაკრიტიკებდა? იცით, რამდენი საათი გავატარეთ მე და ჩემმა გუნდმა მატჩების ანალიზში? ჩვენ ტაქტიკური კამერები გვქონდა და ვიდეოებს ვაანალიზებდით.
ხელმძღვანელობას სტრიმებთან დაკავშირებით ჩემთვის არაფერი უთქვამს. მთელი ეს ხმაური მედიამ შექმნა. ამას ჩემ თავისუფალ დროს ვუთმობდი. მეც და ჩემი გუნდის წევრებიც ყოველთვის პროფესიონალები ვიყავით. თამაშებისა და ჩვენი ჯგუფის ანალიზში ბევრი საათი გვაქვს დახარჯული.
ლუის ენრიკე: მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ
კარგ თამაშს შედეგით აფასებენ, შენ მსოფლიო ჩემპიონობას უმიზნებდი და 4 თამაშიდან ერთი მოიგე 1 ფრე გააკეთე და 2-იც წააგე. ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს კარგი თამაშის შედეგია.
მე მგონი ფერანზე ამბობს :დდ
წადი და იგულავე რაა… გიხმარათ ყველა მაროკომ…
ესპანეთის გულშემატკივარი არ ვარ, ასე რომ ნაკლებად მაინტერესებს როგორ ითამაშეთ, უბრალოდ როდესაც ესპანეთი ხარ გაცილებით მეტი მოგეთხოვება ვიდრე ზედიზედ 3 მსოფლიოს ისე დატოვება რომ მეოთხედფინალშიც ვერ გახვიდე, თან არც თუ ისე დიდ გუნდებთან ჭიდილში.