ბარსელონასთან თამაშამდე გალათასარაიმ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო

ბარსელონასთან თამაშამდე გალათასარაიმ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო

ევროპა ლიგაზე “ბარსელონას” მეტოქე თურქული “გალათასარაი” წარმატებით თამაშს განაგრძობს. დომენეკ ტორენტის გუნდმა წარმატებული შეხვედრა ამჯერად თურქეთის ჩემპიონატში ჩაატარა.

“გალათასარაის” “ბეშიქთაშთან” პრინციპული დერბი ჰქონდა. წელს ეს გუნდები უმაღლესი მიზნებისთვის ვერ იბრძვიან, მაგრამ ეს თამაშს პრინციპულობას არ აკლებს. მატჩი “გალამ” აქთურქოღლუს დუბლით 2-1 მოიგო.

თურქეთის ჩემპიონატში “გალათასარაის” ბოლო 4 თამაშში 3 მოგება აქვს. გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ევროტურნირებზე მოხვედრისთვის საკმარისი მაინც არ იქნება. მე-4 ადგილამდე გუნდს 9 ქულა აშორებს, წინ კი მხოლოდ 9 ტურია დარჩენილი.

“გალათსარაისა” და “ბარსელონას” სტამბოლში გასამართი შეხვედრა 17 მარტს, 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • nika 54
    15 მარ 2022, 16:16

    ანუ ევროპის გათამაშებებში ადგილს ვერ ინაღდებს და უეფას თასის მოგება მოუნდათ, რო გაისად ლიგაზე მოხვდნენ?
    იმედია არ გავუშვებთ წინ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    15 მარ 2022, 11:56

    მთავარია აგდებით არ მოეკიდონ გალას, თორემ მაგი დაღუპავთ. ელ კლასიკო ყველა ვარიანტში საინტერესო იქნება უზომოდ

  • Albicelecte
    15 მარ 2022, 00:52

    აჰა, დომენიკ ტორენტი; კატალონიელი მწვრთნელი ყოლიათ თურქილმაზებს; პეპის ყოფილი ასაისტენტი ბავარიაში და სიტიში

  • serafime
    15 მარ 2022, 00:31

    La Pulga10,
    Პირველი გოლი ბარსამ როშეაგდოს თავიდანვე, თავისკენ წამოიყვანს თამაშს. Მთავარია მომენტები არგაიმაზოს. Მალიორკამ რა მომენტი ვერ გამოიყენაა.

  • La Pulga10
    15 მარ 2022, 00:22

    ამათ კი მოვუგებთ.ნაპოლივით ჩავუტარებთ.აი კლასიკო ძალიან მაგარი უნდა გამოდგეს,ვინც რა უნდა თქვას,ვფიქრობ,შანსები თანაბარია.ბარსას მოგება სჭირდება უეჭველი და მაგისთვის ჩავალთ,მაგარ ხოდზე ვართ,თამაში მიგვდის,მთავარია კარგად მოვემზადოთ.რეალი საკუთარ მოედანზე ამაღლებული განწყობით შეგვხდება.ძალიან მაგარი მატჩი უნდა გამოვიდეს.მოგების იმედი მაქვს.

  • Jemo-barca
    15 მარ 2022, 00:15

    ჯერ ესენი დავადუღოთ. შემდეგ ბერნაბეუზე თეთრები რათქმაუნდა დიდი ანგარიშით

  • EL MAESTRO 6
    15 მარ 2022, 00:12

    არ უნდა დავინდოთ, მერე კი მიხედონ ჩემპიონატს და იქნებ მოხვდნენ კიდეც ევროტურნირებზე

  • serafime
    15 მარ 2022, 00:00

    Ისევ მაგ ჩემპიონატს მიხედონ, აქეთ აზრი არაქვს, ჩვენ მაინც მოვუგებთ 😘