“ჟირონას” მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელმა, “ბარსელონასთან” გამარჯვების (4-2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ჩვენ ბედნიერები ვართ. ეს შესანიშნავი “ბარსაა”. დეტალების თამაში იყო. პირველ ტაიმში ჩვენ “ბარსელონას” დომინირებასთან ვიყავით დაკავშირებულები, მაგრამ შესვენების შემდეგ კარგად განვლაგდით ბურთით. მომენტები მათაც ჰქონდათ და ჩვენც, მაგრამ ჩვენ უფრო ზუსტები ვიყავით.
თამაშის ტემპი ძალიან მაღალი იყო, ჩვენთვის რთული იყო, მაგრამ ძალიან კარგი მენტალიტეტი გვაქვს. ძალიან მოხარული ვარ ლა ლიგაში 100 მატჩის ჩატარებითა და “ბარსელონასთან” მოპოვებული პირველი გამარჯვებით.
ჩვენ დიდ სირთულეებს ველოდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ ჩემს გუნდს მებრძოლი სული აქვს – გვჯერა, რომ ბევრი რამ შეგვიძლია. პირველი მიზანი იყო, რომ არ გავვარდნილიყავით. ახლა ევროპაში თამაში გვსურს და ყველაფერ შესაძლებელს შევეცდებით.
– განაცხადა მიჩელმა.
რატო არ გაიხარებდით აგერ ჩავის კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარებინეთ.