workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი, ტერი ვენეიბლზი გარდაიცვალა

ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი, ტერი ვენეიბლზი გარდაიცვალა

დღეს “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ტერი ვენეიბლზი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება Sky Sports.

ინგლისელი სპეციალისტი ხანგრძლივად ავადმყოფობდა. კატალონიურ კლუბს ის 1984-1987 წლებში წვრთნიდა. 1985-86 წლების სეზონში “ბარსელონა” მისი მწვრთნელობით უეფას ჩემპიონთა თასის ფინალში მეორეჯერ გავიდა, თუმცა, სამწუხაროდ, “ლურჯ-ბროწეულისფერები” “სტიაუა ბუქარესტთან” პენალტების სერიაში 0-2 დამარცხდნენ.

1984-85 წლების სეზონში კი “ბარსამ” ლა ლიგა მოიგო, ხოლო 1986 წელს ლა ლიგის თასი, რომელიც 1982 წელს დაარსდა და 1986 წელსვე გაუქმდა. მის დროს “ბარსელონაში” ისეთი ლეგენდები თამაშობდნენ, როგორებიც არიან ბერნდ შუსტერი და მიგელი. ასევე, კატალონიური კლუბის მაისურს მარკოს ალონსოც იცავდა, რომელიც “ბარსაში” ამჟამად მოთამაშე მარკოს ალონსოს მამა გახლავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 27 ნოე 2023, 08:25
    #3

    ცხონდეს, ცხონდეს!

  • me da barca
    schedule 26 ნოე 2023, 20:56
    #2

    გარდაცვალების, ტრავმის და ზეგ მსაჯი თუ ვინ იქნება, ამის გარდა, ნუთუ არაფერი ხდება ბარსას გარშემო?!

  • nika 54
    schedule 26 ნოე 2023, 20:55
    #1

    ნათელში ამყოფოს ღმერთმა.