“ბარსელონა” 2023 წელს მექსიკურ “ამერიკასთან” მატჩით დაასრულებს – შეხვედრა 21 დეკემბერს, დალასში გაიმართება.
“ალმერიასთან” შეხვედრის (20 დეკემბერს) დასრულებისთანავე გუნდი აშშ-ში გაემგზავრება. “ამერიკასთან” მატჩი “ქოთონ ბოულ სთედიუმზე” ჩატარდება, სადაც “ბარსა” 2022 წლის ზაფხულში “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ბარსელონაში დაბრუნდებიან (ან იქ გაემგზავრებიან, სადაც საშობაოდ წასვლა სურთ).
Soccer Media Solutions-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ამ გუნდებს შორის ისტორიაში მე-7 მატჩი იქნება. პირველად ისინი ერთმანეთს 1937 წლის ცნობილი ჩრდილოეთ ამერიკული ტურნეს დროს დაუპირისპირდნენ. ბოლოს “ბარსელონა” და “ამერიკა” ერთმანეთს 12 წლის წინ, 2011 წელს, ასევე დალასში შეხვდნენ – მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ “კლუბ ამერიკაში” “ბლაუგრანას” ყოფილი ფეხბურთელი, ჯონათან დოს სანტოსი თამაშობს.
20-ში თუ ლა ლიგის თამაში აქვთ, 21-ში ამერიკაში როგორ ითამაშებენ. ფრენას უნდა მარტო 8-9 საათი და დასვენება აღარ უნდათ.
მაგ თამაშისთვისთვის გადახალისებული შემადგენლობით უნდა ვიყომაროთ:
პენია
კანსელუ-კუნდე-კრისტესტენი-ბალდე
რობერტო-რომეუ-გარიდო
რაფინია-ფელიქსი-ალაკრონი
ასტალარგა
ფორტი-კუბარსკი-ინიგო-ალონსო
პაუ ვიქტორი-კასადო-უნაი ერნანდესი
იამალი-გუი-ფერან ტორესი
გავი, პედრი, დე იონგი, ლევანდოვსკი, არაუხო, ფერმინი, ტერ შტეგენი – დაისვენონ ამ ხალხმა