ჩავი: “იმედი მაქვს, რომ “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს”

ჩავი: “იმედი მაქვს, რომ “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს”

ჩავი ერნანდესი შარშან “ოქროს ბურთის” მოგების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თანაგუნდელ ანდრეს ინიესტასა და ლეო მესისთან ერთად. მოგეხსენებათ, გამარჯვება მესის დარჩა და იგი ზედიზედ მეორედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.

 

ლეო მესი კვლავ აგრძელებს წარმატებულ გამოსვლას გუნდის შემადგენლობაში და 2010/11 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღების რეალური კანდიდატია. ამასთან დაკავშირებით “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანმა ჩავიმ, თავისი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ არგენტინელი ფორვადი კიდევ იმსახურებს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლეს ინდივიდუალურ ჯილდოს. “იმედი მაქვს, რომ”ოქროს ბურთს” კვლავ ლეო მოიგებს, ვინაიდან ის ამას იმსახურებს.“- განაცხადა ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მაესტრომ.

 

ჩავიმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბარსას” “10”-ანის მიმართ: “ეჭვგარეშეა, რომ ის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ეს აბსოლუტურად ცალსახაა. უბრალოდ წარმოუდგენელია, თუ რას აკეთებს იგი. ის არის თავმდაბალი, კარგი პარტნიორი და სანიმუშო ადამიანი.” ნახევარმცველმა კარლეს პუიოლზეც ისაუბრა: “პუი რთულ სიტუაციაში იყო, ვინაიდან ასეთ დროს არ იცი დასასრული. მეც გამომიცდია ანალოგიური.

 

ინდივიდუალურ დონეზე ჩავი უბრალოდ ტკბება ფეხბურთით.”მე იდეალური როლი მაქვს კლუბშიც და ნაკრებშიც.” გუნდის მოტივაციასთან დაკავშირებით ჩავიმ განაცხადა: “ყოველთვის არსებობს მიზეზები, რომ მოიგო ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო თასი. ჩვენ კვლავ გვურს გამარჯვება.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია