მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედია La Gazzetta dello Sport საქართველოს ბაზარზე შემოდის.
ქართული კომპანია SMH Global-ის ინიციატივით 1 იანვრიდან ერთ-ერთი უდიდესი იტალიური სპორტული გამოცემის ქართულ ვერსიასაც ვიხილავთ – როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულს, რომელიც ვებ-გვერდს და აპლიკაციას მოიცავს.
როგორც SMH Global-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი აცხადებს, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც 2024 წლიდან გამოცემის ქართული ვერსია უკვე ოფიციალურად ჩაეშვება.
ცნობილი იტალიური გამოცემა “ლა გაზეტა დელო სპორტი” ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1896 წლის 3 აპრილს დაარსდა და დღემდე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს სხვადასხვა სპორტის და მათ შორის, რა თქმა უნდა, ფეხბურთის გაშუქების საკითხშიც.
საქართველოში იტალიური ტოპ-გამოცემის შემოსვლა ორმაგად საინტერესო და მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში უკვე არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და იტალიურ სპორტთან დღეს საქართველოს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
ვინისიუსის გარდა რეალს ბელინგემი ყავს და როგორც ამბობენ მბაპესთან რეალს ყველაფერი არ დაუმთავრებია-ო. და თუ მართლა მბაპეც მიიყვანა რეალმა, კვარას ადგილი იქ აღარ დარჩება. შეიძლება იმიტომაც შეცვალა კვარამ "ჩვენება".
პოსტვ-ფეხბურთი>>>
და მსოფლიო სპორტი იტალიაში გაიყიდებაო 50 თეთრად. ( რავიცი მე ეგ ფასი მახსოვს და ალბათ ეხლა 5 ლარი ღირს )
მოამზადეთ 50-100 ლარი
საკმაოდ საინტერესო ვიდეოს გადავაწყდი ჩვენი ვარსკვლავბიჭუნას მონაწილეობით , რამაც ოდნავი იმედი ჩამისახა.. ახლა რაშია საქმე , ჩვენს კვარას ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე კითხეს რეალი თუ ბარსელონაო და რამდენჯერმე გაიმეროა " არ ვიცი , ორივე , არ ვიცი , ორივე " , იქიდან გამომდინარე რომ საფეხბურთო სამყაროში რამდენადაც არ უნდა გაიქაჩონ სხვები მწვერვალზე მაინც რეალი და ბარსა არიან მარკეტინგულად და ისედაც , ახალგაზრდა ტალანტისთვის რომელსაც იმაზე დიდი პოტენციალი აქვს ვიდრე ნაპოლია , ან რეალი უნდა აირჩიოს ან ბარსა , თუ უნდა რომ ისტორიაში სახელი შედარებით მარტივად ჩაწეროს და ოქროს ბურთსაც უფრო ადვილად გამოკრას ხელი , ვიცით რომ კვარა რეალის ფანია , მაგრამ ვინიციუსის ფონზე და იმის ფონზე რომ ჩვენ მის პოზიციაზე არავინ გვყავს შეიძლება კვარას ბარსაში გადმოსვლის იდეაც რეალური იყოს , მითუმეტეს მისი აგენტი მამუკა კულეა , და თავად კვარამაც გადაჭრით რეალიო არ თქვა , იმედია ვნახავ ოდესმე ქართველს ბარსელონას მაისურით და წარმატებითაც .. ბევრ რამეს შეცვლის და ნამდვილად გვჭირდება , მთავარი პრობლემა ალბათ ფინანსები იქნება , თორე რეალის ფანსაც უთამაშია ბარსაში და ბარსას ფანსაც რეალში , თუნდაც ისკო , მოდრიჩი და ა.შ რომლებიც ოცნებობდნენ ბარსელონაში თამაშზე მაგრამ ბარსამ ყურადღება არ მიაქცია , ( არადა ორივე დააკვდებოდა ) ასე რომ ვნახოთ ლაპორტაზეც დაიწერა ადრე რომ უნდა კვარა ბარსაშიო და იმედია გამოვა კიდეც…
ნიანგი>>>>