workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხვიჩა კვარაცხელია: ლიონელ მესი ოქროს ბურთს იმსახურებს

ხვიჩა კვარაცხელია: ლიონელ მესი ოქროს ბურთს იმსახურებს

“ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ წლევანდელი “ოქროს ბურთის” მოგებას “ბარსელონას” ლეგენდა ლიონელ მესი იმსახურებს.

მესი “ოქროს ბურთის” იმსახურებს. მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. სიტყვები არ მაქვს იმის აღსაწერად, რაც მან გააკეთა.

– აცხადებს კვარაცხელია.

ოფიციალური ინფორმაციით, თავად ხვიჩამ “ოქროს ბურთის” რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • Rick Sanchez
    schedule 01 ნოე 2023, 08:19
    #16

    ვინისიუსმა და მოდრიჩმა რა გააკეთეს შარშან ათეულში შესაყვანი?

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2023, 16:32
    #15

    ციტატა: BarcaFan❤💙
    ვინისიუსს რისი ჯილდო შეტენეს?😀

    "სოკრატესის" ჰუმანიტარულ საქმიანობაში და სოციალურად დაუცველების დახმარებისთვის. სკოლა გაუხსნია და 1(ერთი) მილიონი გადაურიცხია მერე 2,5 გავზრდიო. მესიმ რო სკოლები გახსნა არგენტინაში თუ ბარსელონაში და ჰოსპიტალები, რაშიც ათეულობით მილიონი აქვს გადახდილი სადმე თქმულა?

  • me da barca
    schedule 31 ოქტ 2023, 12:01
    #14

    რავა შეშინებულივით დგას.

  • Neymar
    schedule 31 ოქტ 2023, 01:54
    #13

    BARC4ever, რა შუაშია? ოქროს ბურთი საუკეთესო მოთამაშეს ერგება და არა გოლეადორს მაგისთვის არსებობს ოქროს ბუცი ძმაო და მეკარეების შემთხვევაში კი სრულიად სხვანაირადაა სიტუაცია და იქ ნაკლებ გაშვებულ გოლზე მეტ შენახულ მშრალ კარზეა ჯილდო და შტეგენის მოგება ძალიან არ აწყობთ თორე პირველი შემთხვევა არაა ასე რო აახიეს აქამდეც ყოფილა სეზონი სადაც ასე გაწირეს

  • luka1017
    schedule 31 ოქტ 2023, 01:33
    #12

    მერვეეეეეეე

  • levanoza
    schedule 31 ოქტ 2023, 01:32
    #11

    აიტანამ აიღო, მაგრამ მაგარი ტაშა კაბა აცვია, აფსუს პუტელა, რა სეზონი ჩაუვარდა…

    იმედია ანდრესს მისცემენ მერვეს

    არის ანდრესის მერვე!!!!!

  • BARC4ever
    schedule 31 ოქტ 2023, 01:00
    #10

    ციტატა: Neymar
    Albicelecte livetv ზე შეგიძლია ყურება ძმა

    შტეგენს აახიეს იაშინის ჯილდო😃აი რა ემილიანო ტიპმა 26 ჯერ შეინახა მშრალად კარი წინა სეზონში და ცალკე ოქროს ბურთში ონანა იყო ტოპ 20 ში თუ რაღაცაში და ის ვერ😃ტეხავს რავიცი რა ვთქვა

    ტერ შტეგენეს რომ აეღო, მაშინ მაგ ლოგიკით ოქროს ბურთი ერლინგისაა.

  • Neymar
    schedule 31 ოქტ 2023, 00:33
    #9

    Albicelecte livetv ზე შეგიძლია ყურება ძმა

    შტეგენს აახიეს იაშინის ჯილდო😃აი რა ემილიანო ტიპმა 26 ჯერ შეინახა მშრალად კარი წინა სეზონში და ცალკე ოქროს ბურთში ონანა იყო ტოპ 20 ში თუ რაღაცაში და ის ვერ😃ტეხავს რავიცი რა ვთქვა

  • Albicelecte
    schedule 31 ოქტ 2023, 00:30
    #7

    ჩვენი ბიჭისთვის შესანიშნავია, რომ 20-ეულში შევიდა;
    მოდრიჩი 10 იქნება თუ 30, არ აქვს მნიშვნელობა
    დაჯილდოება უნდა გადმოეცათ, ვერ ვუყურებ და ვიგინები

  • Neymar
    schedule 31 ოქტ 2023, 00:23
    #6

    BarcaFan❤💙, ეგ კითხვა გამიჩნდა მეც😃ტრა** მისცა თუ რა არის ან საერთოდ რა ჯილდო იყო ეს ისიც ვერ გავიგე თან აი იმენა ისე მძულს ტიპი თავისი საქციელების გამო უკვე რომ ეგ როცა ავიდა სცენაზე არ ვუყურებდი სანამ არ მოაშორეს მანამდე და სხვათაშორის მუსიალაც მაგარი ცოდო იყო მეორე ადგილისთვის კი წელს ბელინგემი დაფრინავს მაგრამ წინა სეზონში ფაქტობრივად მუსიალამ მოაგებინა ბაიერნს ბუნდესლიგა და თან სტატითაც ძალიან წინ იყო და გამიკვირდა ამას რომ მისცეს ცალკე ის გამიკვირდა მოდრიჩმა მეათე ადგილისთვის რა გააკეთა 😃 შტეგენი უფრო იმსახურებდა შარშან ტოპ 10 ში ყოფნას ვიდრე მოდრიჩი😄

  • JasoN
    schedule 31 ოქტ 2023, 00:15
    #5

    ციტატა: Iniesta_8
    მესის ოქროს ბურთი არ სჭირდება რომ საუკეთესო იყოს. ერთი ოქროს ბურთიც რომ არ ჰქონდეს მაინც საუკეთესო იქნებოდა იმიტომ რომ ფეხბურთს მაგაზე მაგრად ვერავინ თამაშობს. ამდენი წელი ასე სტაბილურად უმაღლესი დონის ფეხბურთი არავის უთამაშია. მარტო გოლებზე არ მაქვს საუბარი, მთელ გუნდს ათამაშებს 1 კაცი. რეალურად გოლები მესის შესაძლებლობების 20%-საც არ გამოსახავს. ჰოლანდს კიდე გამოაკელი გოლი და დარჩება რომეუს დონის ფეხბურთელი. იგივე შეიძლება თქვა რონალდუზეც. გამოაკელი გოლები და იმის მეასედიც არ დარჩება რაცაა. ასე რომ ეს ბურთი შეუძლია ჰოლანდს წაიღოს, მესის ამით არც არაფერი შეემატება და არც დააკლდება.

    მესი რომ ზე იგროკია ეგ ნათელია მაგრამ ახლა რუნალდუს მთლად ჯამარაულის დონეზე ნუ ჩამოიყვან ვაღიაროთ რომ მესისთან ერთად ეპოქა შექმნა… ვულოცავ მესის. ისე ცოტაც რომ დაცლოდა რეალის ჩემპიონთა ლიგის თასებს გადაასწრებდა მესი ოქროს ბურთებით :))))

  • BarcaFan❤💙
    schedule 31 ოქტ 2023, 00:13
    #4

    ვინისიუსს რისი ჯილდო შეტენეს?😀

  • Neymar
    schedule 31 ოქტ 2023, 00:09
    #3

    luka1017, livetv ზე არის მეგობარო

  • luka1017
    schedule 30 ოქტ 2023, 23:56
    #2

    ვინმეს ლინკი ხომ არ გაქვთ სად შეიძლება ვუყურო? ან სად გადის საერთოდ

  • Iniesta_8
    schedule 30 ოქტ 2023, 23:28
    #1