“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში “შახტარის” წინააღმდეგ გამართული მატჩი 2-1 მოიგო.
ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა: ფერმინ ლოპესმა საჯარიმოში ბურთი კარგად მიიღო, მაგრამ ძელს გაარტყა, ასხლეტილს კი ფერან ტორესმა დაამატა – 1.0. 36-ე წუთზე ფერმინმა თავად გაიტანა და “ბარსამ” პირველი ტაიმი 2-0 მოიგო.
მეორე ტაიმში ფერანმა და ფერმინმა კიდევ გაიტანეს, მაგრამ გოლები თამაშგარის გამო გაუქმდა. 62-ე წუთზე “ბარსელონას” დაცვა ჩავარდა და ირაკლი აზაროვის პასით გეორგი სუდაკოვმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

“ბარსელონა” 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. მის უკან 6 ქულით “პორტუა”, “შახტარი” 3 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, “ანტვერპენს” კი 0 ქულა აქვს.
“ბარსას” შემდეგი მატჩი ლა ლიგაში, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ელის.
მაგათ რო ცოტა კარში დარტყმა სცოდნოდათ ეგება ქულაც წაეღოთ, მაგრად გადავრჩით.
ფერმინი ძალიან მაგარი ბიჭია.
პორტუს უკვე 6 ქულა აქვს.
ბარსა და პორტუ გავლენ, შახტარი გადაინაცვლებს ევროპა ლიგაზე, ანტვერპენს კი შეუძლია იტრაბახოს, ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდიო. ბარსას მაქსიმუმი კი 1/4 მგონია.