“გრანადას” მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ლოპესმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ ისაუბრა:
ჩვენი დონის გუნდებისთვის “ბარსელონას” დამარცხებაა ურთულესია. ცხადია, დომინანტები ვერ ვიქნებით, მაგრამ უბურთოდ კარგად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ის ფაქტობრივად არ გვექნება. ორგანიზებულნი და ინტენსიურნი უნდა ვიყოთ.
კვირის განმავლობაში რამდენიმე სტრუქტურაზე ვიმუშავეთ. ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც ბურთის მოპოვებისას, მას პირველივე პასით საჭირო ზონაში გადაიტანენ. გუნდის დაბალანსება გვმართებს.
“ბარსას” დიდი უპირატესობა აქვს და ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ.
საინტერესოა, რომ პაკო ლოპესმა “ლევანტეს” მწვრთნელობისას “ბარსელონას” სახლში ხუთჯერ უმასპინძლა, სამჯერ მოუგო და მხოლოდ ერთხელ წააგო.
საინტერესოა, რომ პაკო ლოპესმა "ლევანტეს" მწვრთნელობისას "ბარსელონას" სახლში ხუთჯერ უმასპინძლა, სამჯერ მოუგო და მხოლოდ ერთხელ წააგო.
ეს ხო არ მოგვეყვანა ჩავის მაგივრად.