workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი იჯარით ბარსელონაში?

ლეო მესი იჯარით ბარსელონაში?

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” “ინტერ მაიამის” სატურნირო მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება და იცის, რომ თუ ამერიკული კლუბი MLS-ის ფლეიოფში ვერ გავა, ლეო მესი თებერვლამდე უქმად იქნება. 

კატალონიური წყაროს ცნობით, ამ ფაქტმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არგენტინელი ლეგენდის “ბარსაში” იჯარით დაბრუნების შესაძლებლობა გააჩინოს, თუმცა მხარეებს ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ.

სიტუაცია, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შეიცვალოს და “ბარსელონა” გააქტიურდეს.

საინტერესოა, რომ წარსულში მსგავსი პრეცედენტები დაფიქსირებულა – მაგალითად: 2010 წელს დევიდ ბექჰემის “მილანში” გადასვლა (იჯარით “ლოს ანჯელეს გელექსიდან”) და 2012 წელს ტიერი ანრის “არსენალში” დაბრუნება (იჯარით “ნიუ იორკ რედ ბულზიდან”).

“ინტერ მაიამი” აღმოსავლეთ კონფერენციაში 33 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, ფლეიოფის ზონაში მყოფი “მონრეალის” აქტივში კი 38 ქულაა, მაგრამ დევიდ ბექჰემის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • M10 S9 D11
    schedule 07 ოქტ 2023, 18:13
    #12

    როგორ არ მინდა ისევ იმედები გამიცრუვდეს ნუ თამაშობთ ფანების ემოციებზე

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2023, 12:29
    #11

    ინტერის პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რო მესის ბარსელონაში იჯარით გაშვების შანსი არ არსებობს.

  • L3o
    schedule 06 ოქტ 2023, 23:18
    #10

    ჯერ ერთი იჯარით რომ წაიყვანს ხელფასი ბარსამ უნდა გადაიხადოს და ინტერ მაიამისთვის ეს იდეალური იქნება. ფაქტობრივად ნახევარი წელი 50-60 მილიონი თვეში უნდა იხადოს. მერე მეორე ნახევარი წელი უქმად ყოფნა არცერთი ფეხბურთელისთვის სასურველი არ არის მით უმეტეს 36 წლის კაცი. მარკეტინგულადაც გუნდი არ ითამაშებს და ანუ ვინ სად უნდა უყუროს ხო? ან რა ბილეთი უნდა იყიდონ მესის გამო? რაც შეეხება მარტიდან ზაფხულამდე პერიოდს, ალბა და ბუსი იქ არიან. პლიუს ეხლა შემოსავალიც ქონდათ საკაიფოდა რამოდენიმე ნორმალურ ტრანსფერს გაარტყავს ბექემი და სტარტი ნორმალური ექნება ჩემპიონატის და დარჩენილ ნახევარ წელზე უკვე ლეოც ჩაერთვება საქმეში. ბექემმა არ იცის ეხლა რამხელა მოტივაცია იქნება ლეოსთ ის კვლავ ოცნების გუნდში თამაში და მით უმეტეს ამ ფორმაციის ბარსასთან ლიგა და ა.შ… ამიტომ არარეალური ნამდვილად არ არის. ყოველშემთხვევაში მე ვიმედოვნებ რომ ასე იქნება!!!

  • Rick Sanchez
    schedule 06 ოქტ 2023, 21:19
    #9

    Don't give us hope😩

  • El Clasico
    schedule 06 ოქტ 2023, 20:15
    #8

    ხალხო აქ ფულზე არაა საუბარი ამ თვეში მთავრდება მლს და თითქმის მარტამდე არაა უთამაშებელი და ფორმადაკარგული მესი არც მაიამის აწყობს და არც თავად მესის უნდა აწყობდეს

  • Barca for life
    schedule 06 ოქტ 2023, 18:22
    #7

    ზაფხულში თქვა ინტერ მაიამის დირექტორმა მესის იჯარაზე რომ ვაბშე არაა ეგ ჩვენს გეგმებშიო, ხოდა ტყუილად ნერვებზე თამაში არაა საჭირო.
    რეალურად 1 გამოსამშვიდობებელი თამაში იყო გეგმაში და ასეც დარჩება.
    მესიმ იქ იმხელა ფურორი მოახდინა რომ არამგონია აქეთ გამოუშვან. ეგ იგივეა ღარიბს რომ მილიონები მისცე და მერე უკან დაბრუნება თხოვო, აი რომელი ჭკუათმყოფელი იზამს მაგას?
    კაცმა ჯერ მარტო 11 თამაში ჩაატარა და უკვე 270 მილიონი აშოვნინა იმ უბედურებს. პარალელურად თასი მოაგებინა, მეორე თასზე ფინალში გაიყვანა და როცა არ იყო კიც წააგეს ყველაფერი, ატალანტამაც იხმარათ. ანუ ძალიან დიდი გავლენა აქვს მესის და ხედავენ რომ არაფერი არაა ინტერმაიამი მესის გარეშე, ამიტო ასეთ ფულისა და პოპულარულობის საჭრელ მანქანას არავინ არსად გაუშვებს.
    ასევე ინტერ მაიმაის ბაზიდან 10 წუთის სავალზე იყიდა ვილა და ახლა თქვენით მიხვდით რასაც აპირებს.

  • Iniesta_8
    schedule 06 ოქტ 2023, 15:54
    #6

    ზღაპარი.

    მაგისთვის უხდიან ასობით მილიონს რომ ბარსაში ითამაშოს?

  • levanoza
    schedule 06 ოქტ 2023, 15:28
    #5

    დაველოდოთ კონტრაქტის დამთავრებას, იჯარა უკიდურესად შეურაცმყოფელი იქნება მესისთვის, არ იმსახურებს ეს კაცი ასეთ მოპყრობას!!!

  • geobcn33
    schedule 06 ოქტ 2023, 14:33
    #4

    არ არის გამორიცხული მართლა მოხდეს მეფის დროებითი დაბრუნება! მაგრამ უეჭველი ვიცი რომ ბოლო თამაშს ახალ ნოუ კამპზე ჩაატარებს! ლაპოც ამას ცდილობს ვფიქრობ! დაბრუნდება და 10იანს ჩაიცმევს ისევ დროებით ალბათ❤️💙

  • JustBarcaLover
    schedule 06 ოქტ 2023, 14:27
    #3

    გეყოთ რა ტყვილა აძლევთ ხალხს იმედს

  • ratit
    schedule 06 ოქტ 2023, 14:22
    #2

    ციტატა: Gaucho andy ®
    ვინ იცის? ინტერ მაიამი მესის მისვლის მერე აღზევდა ამ ლიგაში? თუ რა ხდება ვაფშე ბოლოს წინაზე რა პონტში არიან?


    დაწყებული იყო ეს ჩემპიონატი როცა მესი მივიდა.

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 06 ოქტ 2023, 14:12
    #1

    ვინ იცის? ინტერ მაიამი მესის მისვლის მერე აღზევდა ამ ლიგაში? თუ რა ხდება ვაფშე ბოლოს წინაზე რა პონტში არიან?