გავი
“მალიორკასთან” ქულების დაკარგვის გამო იმედგაცრუებულნი ვიყავით, რის გამოც ხასიათი უნდა გამოგვესწორებინა.
მწვრთნელის ნდობით ბედნიერი ვარ. მატჩის დროს ტაქტიკურ საკითხებს განვიხილავდით.
მოგება დავიმსახურეთ და ძალიან ბედნიერნი ვართ.
ტერ შტეგენი
ეს მოგება გვჭირდებოდა. ბევრი მომენტი გვქონდა და საბოლოოდ, გაგვიმართლა. 3 ქულით კმაყოფილნი ვართ.
წინ კიდევ ბევრი მატჩია და დაცვაში მომატება გვმართებს. მოგებითა და კარის მშრალად შენახვით ბედნიერი ვარ. ვხედავთ, რომ ამ გუნდს ბრძოლა შეუძლია.
“სევილიას” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. პირველ ტაიმში მინიმუმ 2 გოლი უნდა გაგვეტანა. საბედნიეროდ, საბოლოოდ, მოვიგეთ.
ფერმინს ბევრი არ უთამაშია, მაგრამ მოედანზე თავის გავლენას აჩვენებს.
ლამინე იამალის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
პედრი და დე იონგი გვაკლია. გავის დასვენება სჭირდება.
ივანს თავის შანსზე ვესაუბრე და ვუთხარი: “ეს რა დარტყმა იყო! ბურთის დანახვა გამიჭირდა.” [იცინის]
რაკიტიჩის ნახვა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა, თუნდაც სხვა კლუბის მაისურით. ის ყოველთვის ჩემი მეგობარი იქნება.
ივან რაკიტიჩი
მე და ტერ შტეგენი 6 წლის განმავლობაში თანაგუნდელები ვიყავით. ჩვენს ოჯახებს შორის მუდმივი კონტაქტია. მარკი სამუდამოდ ჩემი მეგობარი იქნება.
ტერ შტეგენი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. მეკარეები მატჩებს იგებენ.
ჟოაუ კანსელუ
ჟირონა-რეალ მადრიდს მოუთმენლად ველით.
ეს მოგება დავიმსახურეთ. “სევილია” დიდებული გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდა. საბოლოოდ, მოვიგეთ და ახლა ლიდერები ვართ.
“მალიორკასთან” მატჩი უნდა მოგვეგო.
ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო.
Xo mara pedri da frenkie kiar unda gavis gverdit,vinme done chamshleli da done shemtevi naxmcveli. Frenkie,gavi vinme sayrdenic mojna. Ise momavalshi fermini/gavi da vinme dzerski sayrdeni mgonia ra dziritadi
ჯერ რა დროს ლეგენდობაა, გუშინ დაამთავრა სკოლა, პოტენციალი დიდი აქვს, მშრომელიც არის, მაგას ახლო მხოლოდ დრო ჭირდება, ნეტა გავის მსგავი გულით თამაშობდეს ყველა და ტემპი გვექნებოდა საოცარი
როგორ ცა და დდდამიწა ისეთი სხვობაა შარშანდელ გავის და წლევანდელს შორის მაგრამ მაინც ბევრი აქვს სამუშაო რომ ბარსას ლეგენდებს შორის მოხვდეს
რაც 4-3-3 ზე გადაეწყო გუნდი, იმის მერე გავი საოცრებაა. როგორ მოძრაობს, როგორ ტრიალებს მოედანზე, რა პასი და ხედვა აქვს მაგ ბიჭსსს. ყველგან არის აბსოლუტურად და საერთოდ არ იღლება. ბრძოლის უნარიანობა და ინტელექტი ძალიან მაღალ დონეზე აქვს. აღარ არის ჯარიმების მანქანა. მოკლედ გიუნდოგანი სკამზე უნდა გადაჯდეს პედრი-ფრენკის კარგად ყოფნის პერიოდში.
გავის დასვენება მართლა არ აწყენდა, არადა რამდენს მოძრაობს მინდორზე. ყველამ რო ასე სული და გული ჩადოს თამაშში რაღაც სასწაული ვიქნებოდით, მაგრამ რიგრიგობით ანათებენ ჩვენი "ვარსკვლავები".
გუშინაც ერთი ისეთი პასი გააკეთა შტეგომ, რომ კინაღამ დაგვღუპა. წლებია ასეთ შეცდომებს აკეთებს და მაინც ვერ დახვეწა. არ გაუკეთო პასი იმას, რომელიც მოწინააღმდეგის გარემოცვაში დგას. რთულია?
გავიმ მართლა უნდა დაისვენოს და გრანადასთან სკამიდან უნდა დაიწყოს , თან 3 ბარათი აქვს და რეალამდე გრანადა ბილბაო გველოდება და ორივე აგრესიული გუნდია , ლა ლიგაშიც მსაჯები როგორ არიგებენ ბარათებს ვიცით , ასე რომ ვეთანხმები შტეგენს..