ანსუ ფატი რეალთან ან სევილიასთან დაბრუნდება

ანსუ ფატი რეალთან ან სევილიასთან დაბრუნდება

“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევის, ანსუ ფატის დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია.

Sport-ის ინფორმაციის თანახმად, ფატი ფიქრობს, რომ ის, შესაძლოა, 20 მარტს “რეალთან” გასამართი მატჩისთვის იყო. თუ კატალონიური კლუბი დამატებით სიფრთხილის ზომებს მიმართავს, ესპანელი ტალანტი სანაკრებო პაუზის შემდეგ 3 აპრილს “სევილიასთან” დაბრუნდება.

19 წლის ფეხბურთელმა ბოლო ტრავმა 21 იანვარს “ბილბაოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ ანსუ უთამაშებელია.

ფატის აქტივში მიმდინარე სეზონში 10 თამაშში 5 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    17 თებ 2022, 16:19

    მბაპეს რო ადრით, 24 უნდა გახდეს ამ წელს და ფატი ჯერ 19-ისაა. ვინ იცის რა იქნება 3-წლის შემდეგ.

  • EL MAESTRO 6
    17 თებ 2022, 15:35

    ციტატა: Andria
    《○BIG ĆULE○》,
    ანსუს რომ გამბედაობა აქვს ისეთი უნდა რასამბობ ტრამვიდან პირველივე მატჩში თავის თავზე იღებს თამაშს როცა სხვა უკან პასის გარდა არაფერს იზავდა ტრამვები არაცდის თორემ დადებდა მაგ შედეგს


    ვიცი მაგრამ ზედმეტად ბევრს ითხოვენ 19 წლის ბიჭისგან,არადა რაც ახლაა ინაზე უკეთესი შეუძლია გახდეს, უბრალოდ ვარჯიში ბევრი და ტრამვების გარეშე, შეეძლება ნამდვილად გუნდის ლიდერობა მაგრამ დრო უნდა ყველაფერს

  • azulgerana
    17 თებ 2022, 15:03

    ოპერაცია არ გაიკეთა?

  • La Pulga10
    17 თებ 2022, 14:56

    გამოდის იტანს,ძალიან კარგი შედეგიანობა აქვს.ტრამვების დედა რო ვატირე.

  • Andria
    17 თებ 2022, 14:06

    《○BIG ĆULE○》,
    ანსუს რომ გამბედაობა აქვს ისეთი უნდა რასამბობ ტრამვიდან პირველივე მატჩში თავის თავზე იღებს თამაშს როცა სხვა უკან პასის გარდა არაფერს იზავდა ტრამვები არაცდის თორემ დადებდა მაგ შედეგს

  • EL MAESTRO 6
    17 თებ 2022, 13:56

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: Andria
    როგორი კარგი ბიჭია ამას რომ ტრამვები არ ჰქონდეს არ გამოვრიცხოთ მბაპეს და ჰალანდს დაუდგეს გვერდით


    ჩამი აზრით სამაგისოდ ჯერჯერობით გამბედაობა და გამოცდილება აკლია, არც გუნდის გამოკვეთილი ლიდერი არაა და არც ოდესმე მთელი თამაში აუღია საკუთარ თავზე, არც ისეთივე შედეგი დაუდია ერთ სეზონში რასაც ის ორი დებს და თან ამას ემატება ხშირი ტრავმიანობაც, მითუმეტეს ისევ თუ გააგრძელა ლაზარეთში თავის დამკვიდრება, ზედმეტი იქნება ამის მომავალზე საუბარი. ერთადერთი ფატის მაგარი რაც აქვს, დარტყმა და მომენტის წაკითხვაა, მაგრამ შემქმნელი აშკარად არაა და არც ისეთი ხედვა აქვს რომ მაგარი პასები არიგოს, ერთი სიტყვით ამ ბიჭისგან მეორე მესის არ უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ ყველაფერი სასიკეთოდ წავიდა შესაძლოა კარგი შემსრულებელი და გოლეადორი მივიღოთ, უფრო აგუეროს და სუას ტიპის.
    ხოლო მბაპეს და ჰოლანდს რაც შეეხებათ, დაახლოებით იმავე ასაკის არიან და უკვე საოცარ შედეგებს დებენ, სავარუდოდ ტრავმები რომ არა ფატიც ეგრე გაიქაჩებოდა, მაგრამ ვფიქრობ რომ უკვე გვიანია. მითუმეტეს მბაპე გამოკვეთილად სხვა ლეველზეა, გაცილებით სწრაფია, გაცილებით დაღვინებულია, ლიდერია, დიდ გუნდებთანაც არ იკარგება, არც ხშირი ტრავმიანობა აწუხებს, ეტაპობრივად ვითარდება და ალბათ ძალიან მალე მსოფილიოს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება, წელსვე თუ არ დადო უჩლ.


    ჯერ 19 წლისაა და გუნდის ლიდერი ვერანაირად ვერ იქნება , ვერც სტატისტიკები ექნება ამ ეტაპზე მაღალი რადგან სულ იტრამვება და არ მესის პოზიციის არაა ნამდვილად, მერე რა რომ 10 ნომერია, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ფლეიმეიქერი უნდა იყოს უფრო მეტად ეტოს ჰგავს( ოღონდ ხასიათით ღმერთმა ნუ მიამსგავსოს), ჯერ ყველაფერი წინ აქვს, თუ ტრამვები გადალახა მინიმუმ 15-16 წელი კიდევ აქვს, ჰოლანდს და მბაპეს რაც შეეხება ახლა უმაღლეს დონეზე არიან, მე არ ვგულისხმობ სტატისტიკებს( ფერმერ ლიგებში განატან გოლებს მე გოლებად არ ვთვლი) ისედაც ეტყობათ რა დონეზეც არიან და ვინ იცის ახლა ანსუ რა დონეზე იქნებოდა ამდენი რომ არ გასცდენოდა😒

  • Andria
    17 თებ 2022, 12:21

    როგორი კარგი ბიჭია ამას რომ ტრამვები არ ჰქონდეს არ გამოვრიცხოთ მბაპეს და ჰალანდს დაუდგეს გვერდით