ფაბრიციო რომანო ბარსელონაზე – კრისტენსენი, ასპილიკუეტა, კესიე, მაზრაუი

ფაბრიციო რომანო ბარსელონაზე – კრისტენსენი, ასპილიკუეტა, კესიე, მაზრაუი

ყველაზე სანდო სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო საკუთარ პოდკასტში სატრანსფერო სიახლეებს მიმოიხილავს და “ბარსელონაზეც” საუბრობს. იტალიელი კატალონიურ კლუბთან დაკავშირებული ფეხბურთელების სიტუაციას გვაცნობს.

ანდრეას კრისტენსენი

“ბარსელონა” ანდრეას კრისტენსენის შეძენისკენ პირველ ნაბიჯს უახლოეს მომავალში გადადგამს.

მომდევნო კვირებში “ბლაუგრანა” და მიუნხენის “ბაიერნი” დანიელ ფეხბურთელს შეთავაზებას გაუკეთებენ. ორივე კლუბი 25 წლის ფეხბურთელის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული.

“”ლურჯების”თვის” კრისტენსენთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა გართულდა. აქედან გამომდინარე, უდიდესი ალბათობით, დანიელი უკანახაზელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. 

სესარ ასპილიკუეტა

ასპილიკუეტას მაგიდაზე “ბარსელონას” 2-წლიანი კონტრაქტის შეთავაზება უდევს, რომლის 1 წლით გახანგრძლივებაც შესაძლებელია. “ჩელსის” კაპიტნის შენარჩუნება სურს. ყველაფერი თავად ესპანელზე იქნება დამოკიდებული.

ფრანკ კესიე

“ბარსელონა” კესიეს აგენტთან კონტაქტს დეკემბრის შემდეგ ინარჩუნებს. კლუბს კოტ დ’ივუარელის შეძენა სურს, თუმცა შეთანხმება მიღწეული არაა. კესიეს გადაბირება ბევრ კლუბს სურს. საბოლოო გადაწყვეტილებას 25 წლის ფეხბურთელი მიიღებს.

ნუსაირ მაზრაუი

მაზრაუის შეძენით “ბარსელონა”, დორტმუნდის “ბორუსია” და იტალიური კლუბები ინტერესდებიან. მაროკოელი “ღვთის შვილებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ზაფხულში ისიც თავისუფალი აგენტი გახდება. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • nika 54
    16 თებ 2022, 15:01

    იმედია ესენი ჰოლანდთან ერთად ახალი სეზონიდან ლიგაზე ითამაშებენ და პლეი ოფში გასვლაც არ იქნება პრობლემა.

  • M10 S9 D11
    16 თებ 2022, 02:58

    მაზრაუი და კრიატენსენი მოსაყვანია კესის გაასხმევინონ

  • rivaldo80
    16 თებ 2022, 02:09

    ეს მაზრაუი შეტევაში კარგია უკან დესტია და მოდი ვინც გამოცდილია და დაღვინებული ის ჯობია იყოდოთ რა.

  • La Pulga10
    15 თებ 2022, 22:01

    კრისტენსენი უნდა ავახიოთ ბაიერნს აუცილებლად.ასპი წესით არ გაგვიჭირდება.კესი რამდენად გვჭირდება არვიცუ,ნაღდად არ მინდა გავის,ნიკოს და პედრის პროგრესს ხელი შეუშალოს,ზამენისთვის კიდე დიდი მოთხოვნები აქვს.მაზრაუიც კარგი ვარიანტია უფასოდ.

  • EL MAESTRO 6
    15 თებ 2022, 21:41

    კრისტენსენი ძაან კარგი მცველია თან უფასოდ, აზპიზეც იგივეს თქმა შეიძლება, მაზრაუი სარისკოა და კესი არა კესო კიდე

  • azulgerana
    15 თებ 2022, 21:21

    არცერთი არ მეპრიატნება

  • xavi73
    15 თებ 2022, 21:17

    ასპი კრისტენსენი უეჭველი მოსაყვანი არიან და რა თქმა უნდა ჰალანდი მიემატება ამ სიას)

  • shu1987
    15 თებ 2022, 20:17

    ერთი რამე არ მესმის რახან თავისუფალი აგენტები ხდება ყველა ხოარ უნდა მოიყვანო ??? რა მაზრაუი დესტიც დაფრინავდა აიაქსში მარა რად გინდა მაზრაუის სასტარტოს არ ანახებდა…. კრისტენსენი კიდე ყველაზე მეტად ჭირდება გუნდს გააჩნია ხელფასს რას მოითხოვს თუმცა პრემიერ ლიგიდან მოსული ხო ვიცი აქ გაიდირკება ლენგლესავით… კესი კიდე არის ჯორი უტვინო არანაირი კრეატივი და დიდად ჩამშლელადაც ვერა მილანმა ტონალი მოიყვანა თუ არა კესი აღარ ჩანს… ასპილიგუეტა კიდე ორი წლით მოჟნა თუმცა ასაკი ემატება და სისწრაფესაც კარგავს ბარსას კიდე ფლანგზე ცოტა რეაქტიული მცველები ჭირდება ისე ძაან გამოცდილი და სტაბილური კია… ბარსას ყველაზე მეტად რაც ჭირდება ჯერ გასაშვები ხალხის საბოლოოდ გაშვებაა და მერე უკეთ გამოჩნდება ზუსტი საჭიროებაც…. ყველაზე მეტად მე პირადად ერთი ცენტრალური მცველის და ჰალანდის მოსვლა მინდა დანარჩენს კიდე მიეხედება ნელნელა…