ამონარიდი პეპე რეინას დღიურიდან…

ამონარიდი პეპე რეინას დღიურიდან…

 

ვინ არის ესპანეთის ნაკრების გასახდელის დირექტორი? რა თქმა უნდა ყველაზე მეტად მოლაყბე, იუმორით აღსავსე და ჭეშმარიტი (მას ეს სიტყვა ძალიან უყვარს) ადამიანი. პეპე რეინა მთელი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე ათასგვარი საშუალებებით ართობდა და ამხნევებდა გუნდს. მართალია მას არცერთი შეხვედრის გამართვა არ მოუწია, მაგრამ სხვაზე ნაკლები წვლილი ამ წარმატებებში ნამდვილად არ ჰქონია. ამ 2 წლის მანძილზე ესპანელი გოლკიპერი თავის დღიურს ავსებდა და წერდა თანაგუნდელების თავისებურებებსა და თვისებებზე. გთავაზობთ ამონარიდს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იხსენიებს თითოეულ მათგანს პეპე.

 

ჭეშმარიტი კაცი ხელების გარეშე, რომელმაც ეს ოცნება რეალობად აქცია ¼ ფინალში ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიებით-იკერ კასილიასი.

ჭეშმარიტი მეგობარი. დიდ იკერს რამე რომ მოუვიდეს, არაფრის უნდა გვეშინოდეს, რადგან ჩვენ გუნდში ის გვყავს.-ვიქტორ ვალდესი.

ჭეშმარიტი სოსისი, ყველაზე დიდი, მწარე ღორის სოსისი მთელს მსოფლიოში-რაულ ალბიოლი.

ჭეშმარიტი ტახი ბესოსიდან-ფერნანდო ნავარო

ჭეშმარიტი ცერემონმეისტერი, დაცვის შეფი-კარლოს მარჩენა.

ჭეშმარიტი ტარზანი. კაცი, რომელიც ჭამს ბევრ ანანასს-კარლეს პუიოლი.

აყლაყუდა ესპანური ფეხბურთის სამყაროში. დაცვის იაო მინი (ტანმაღალი კალათბურთელი)-ხერარდ პიკე.

ჭეშმარიტი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძვის მზეს, ის და მზე ერთად ვერ რიგდებიან-ანდრეს ინიესტა.

ესპანეთის შვიდიანი. ის ნაკრების პიჩიჩი იყო გატანილი გოლების რაოდენობით. ელ გუახე, ბავშვი-დავიდ ვილა.

189 სანტიმეტრიანი გოლიათი. ნახევარდაცვის ბურჯი. ბუსი.-სერხიო ბუსკეთსი.

ჰამფერი ბოგარტი (ამერიკელი მსახიობი, რომელიც კულტურის ნამდვილი მაგალითია). რა შეიძლება ვთქვა ჰამფერ ბოგარტზე. ჭეშმარიტი და გენიოსი თმიანი კაცი, რომლის თმაც მთლად თავზეც არაა-ჩავი ერნანდესი.

ბავშვი, ელ ნინიო, ეეჰ ჩემი ბავშვი, ესპანეთის ბავშვი-ფერნანდო ტორესი.

ჭეშმარიტი ემპანადა (ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაბნეულია და ხშირად ხვდება უხერხულ სიტუაციაში ამის გამო), რომელსაც არაფერი ქვეყანაზე არ გაეგება-სესკ ფაბრეგასი.

ჭეშმარიტი და გენიოსი გარინჩა. დიახ, გარინჩა-ჟოან კაპდევილა.

ერთ-ერთი გულშემატკივართაგანი. ის პატარა ბავშვია-სანტი კაზორლა.

ის თითქოს იოჰან კრუიფის შვილი იყოსო. ჭეშმარიტი და გენიოსი-ხაბი ალონსო.

რა ჯანდაბაა 17? ჭეშმარიტი პირველყოფილი ადამიანი. გუიზა, ჰეი, სად არის გუიზა?-პირველყოფილი გუიზა.

თავისი 18 ნომრიანი მაისურით მსოფლიოში მეორე ყველაზე ემპანიო (უჭკუო და გაუზრდელი). არაფერი არ გაეგება ამ ცხოვრების-ალვარო არბელოა.

სამბა, ესპანეთის ბრაზილიელი სამბა. ჭეშმარიტი კონგუიტო (ეს ცოტა არ იყოს და რასისტული გამონათქვამია, მაგრამ ფეხბურთელები ერთმანეთში ისე არიან, რომ არაფერი სწყინთ)-მარკოს სენა.

20 ნომრით მის ზურგზე იგი ბრწყინვალე კლასის ფეხბურთელია. ვინ არის 20? ჩვენი ოციანი-ხუანიტო.

ის კიდევ ერთი პატარა ბავშვია გუნდში. 150 სანტიმეტრის სიმაღლის, მაგრამ უმაღლესი დონის მოთამაშე. ჭეშმარიტი და განუმეორებელი-დავიდ სილვა.

მეორე დიეგო არმანდო მარადონა, ის ჭეშმარიტი ვარსკვლავია, ოლე, ოლე, ოლე, დიეგოლე, დიეგოლე-რუბენ დე ლა რედი.

გაუჩერებელი მოლაყბე. თქვენი მოსიყვარულე და გულიდან ამოსული სიტყვების მთქმელი-პეპე რეინა.

 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი