“ბარსელონას” ლეგენდამ და “ინტერ მაიამის” ამჟამინდელმა მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ნაკრებთან ერთადერთ ამ დიდებული თავგადასავლის დროს ჩემ გვერდით იყო, მადლობა გადავუხადო.
ამ მაისურის ტარება და დაუვიწყარი მომენტების გაზიარება დიდი პატივი იყო. ყველა თქვენგანი მომენატრება.
მადლობას გიხდით მთელი გულით ❤️⚽
– დაწერა ალბამ.
ნაკრებში ჟორდის დებიუტი 2011 წელს, შოტლანდიის წინააღმდეგ შედგა. “ფურია როხას” რიგებში მან ევროპის ჩემპიონატი (2012) და ერთა ლიგა (2023) მოიგო. ამასთან, ლეგენდარული ესპანელის ანგარიშზე 93 მატჩი და 10 გოლია. სერხიო ბუსკეტსის ნაკრებიდან წასვლის (2022) შემდეგ კი ის კაპიტანიც გახდა.
ბილბაოდან წამსვლელი არამგონია ეგ იყოს, თავის ძმასთან ერთად მშვენივრად თამაშობს.
ამერიკიდან ფრენა ტეხავს, შორია.
nika 54, მაგარი ლაწირაკი ვიღაც იყო ეგ თან ხო ვაგებდით მაგ მატჩში ცალკე ბილბაოს ფეხბურთელები დე იონგს კლავდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ცალკე ერთ მომენტში მახსოვს ბურთი მოხვდა კისერში მაგ წყეულს და არაუხო დააჯარიმა მსაჯმა
კი მესი გააგდეს იმ წვერებიან ვილელიაბრეს რო წამოარტყა კისერში, მთელი თავისი ზორბა ტანით რო გადაუკეტა ბურთისკენ გზა.
cruyff9, ჰო მარა ის ფორვადადაც თამაშობს როგორ მახსოვს და თან ეს უფრო სწრაფი და ტექნიკურია მაინც მარა იმ ინიაკის გოლი არ დამავიწყდება კოპას თუ სერთასის ფინალში იყო ზუსტად დამატებითი დროის 92 წუთზე რომ გაგვიტანა ძელს რომ გაარტყა და მაგ მატჩში იყო მერე მესი რომ გააგდეს თუარ ვცდები
ის ამის ძმაა ინიაკი,,მარჯვნივ თამაშობს,,ეს იმაზე მაგარია,,დაგვხატავდა
cruyff9, ეგ ისე თავიდანაც არ იყო ცუდი ბიჭი მარა ახლა სულ გამხეცებული ყოფილა და თან მე ეგ ცაცია მეგონა და არც ის ვიცოდი მარცხენა ფლანგზეც თუ შეეძლო თამაში ბილბაოში უფრო მარჯვნიდან მახსოვდა მე
ნიკო უილიამსი რო იყიდოს ლაპიმ არ უნდა??))