ჩავის პრესკონფერენცია ესპანიოლთან თამაშის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ესპანიოლთან თამაშის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ესპანიოლთან” ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ესპანიოლი” ძლიერი და სახიფათო მეტოქეა. მათ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ. ჩვენ შევიცვალეთ. უფრო უკეთესები ვართ, ვიდრე პირველ თამაშში ვიყავით. იმედი გვაქვს, რომ “ატლეტიკოსთან” ჩატარებულ კარგ თამაშს უფრო გავამყარებთ.
დერბი ფიზიკურად დატვირთული, ინტენსიური და ძალიან რთული თამაშია.
“ატლეტიკოს” წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რაღაცები უნდა გავაუმჯობესოთ. თავს უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობთ. დროა, გამარჯვებები გავაგრძელოთ.
დანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დაგვაკლება… ხვალ გადავწყვეტთ, როგორ აღმოვფხვრათ მისი დანაკლისი, რადგან მომდევნო 4 თამაშში, მათ შორის ევროპა ლიგაზე, ალვესი არ გვეყოლება.
უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იყო. შემდეგ ვნახოთ, რამდენად შორს წასვლას შევძლებთ.
გუნდში ფერან რევერტერზე არ გვისაუბრია. მან მითხრა, რომ გამოგვემშვიდობებოდა. რევერტერმა დიდი დახმარება გაგვიწია. ის გასახდელთან ძალიან ახლოს იყო. ფერანს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ.
გარსია და დეპაი? გარსია კარგადაა. ის განაცხადში იქნება. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ძირითადში. დეპაის უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ის უკვე ვარჯიშობს. მემფისს ტრავმის მცირე რეციდივი ჰქონდა.
საჯარიმო დარტყმები და პენალტები მესის გარეშე? დღეს საჯარიმოებზე ვივარჯიშეთ. პედრის, ტორესსა და გარსიას ეს კარგად გამოსდით. მესის მსგავსი სპეციალისტი არ არსებობს, მაგრამ კარგი შემსრულებლები გვყავს.
ბუსკეტსი, პიკე, გარსია, დეპაი, ობამეიანგი… ყველა მათგანი თერთმეტმეტრიანს კარგად ასრულებს. ასეთი სიტუაციებისთვის ფეხბურთელები მზად გვყავს.
ერნანდეს ერნანდესი? მსაჯს შეგვიძლია მხოლოდ ის ვთხოვოთ, რომ ორივე გუნდისთვის სამართლიანად იმოქმედოს.
დემბელე? ის ჩვენი ფეხბურთელია. მინდოდა, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მისთვის სათამაშო დრო მიმეცა, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე ასე არ მოხდა. ის გუნდს დაეხმარება და ითამაშებს. ეს თემა დახურულია.
რა უნდა გავაუმჯობესოთ? სივრცეები შეტევაში, დაცვაში, სტრატეგიულად თამაში… მოსამატებელი ბევრი გვაქვს ტაქტიკის მხრივაც, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება.
გავი? ის კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია. ბურთის დაკარგვის შემდეგ ის პრესინგს კარგად ახორციელებს და პოზიციას კარგად არჩევს. გავის რაღაცები სასწავლი ჯერ კიდევ აქვს, ტაქტიკური სიტუაციები, მაგრამ, რასაც ის 17 წლის ასაკში აკეთებს, საოცარია.

“ესპანიოლისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ხვალ 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • azulgerana
    12 თებ 2022, 23:37

    ესპანიოლი დაგვახევს ბურთს თავზე მინდა გითხრათ

  • shu1987
    12 თებ 2022, 22:05

    მიდი მაესტრო შენზე უკეთესად არავინ იცის რა ჭირდება თამაშს და გუნდს, თუმცა აქ შემოიხედე პროფესორებისგან ბევრს ისწავლი ძაან ბევრია ტაქტიკის მხრივ თუ შემადგენლობის :))

    ნაპოლიც კაი ხოდზეა საკაიფო ფორმა აკრიფეს მაინცდამაინც ბარსასთვის… არადა არეული იყო კაი ხანი… მიდი მაესტრო დაადუღო უნდა ტაქტიკურად ჭკუით უნდა მოიგო…

  • nika 54
    12 თებ 2022, 19:04

    მე მგონი არ უნდა გაგვიჭირდეს, სტუმრად კი ვთამაშობთ, მაგრამ ბარსელონაში ვიქნებით მაინც.

  • xavi73
    12 თებ 2022, 19:03

    დემბელე არაფერს არ გააკეთებს მაგის დაყენება არ ღირს არცერთ თამაშში მაგის ინვალიდი.. მოაშორეთ სუ

  • frenkie dejong21
    12 თებ 2022, 18:44

    დემბელეს ეგ არ უნდა თუ არ ათაშებ და ისე მიცემ მილიონებს
    და მერე საფხულში ჯამრთელი და სახსალამათი წავა სხვა გუნდში
    ასე რო ჩემი აზრით ხავი სწორად იქცევა ბოლომდე უნდა გაწურონ ეს დებილი

    ტრავმის გარეშე ეგ სეზონს ვერ დაამთავრებს და მერე კასტილებიანს ვინ წაიყვანს ვნახავთ

  • Iniesta_8
    12 თებ 2022, 17:31

    დემბელე მაქსიმალურად უნდა დატვირთონ სადაც იქნება საჭირო, ზამენაზე ჯდომით მაგას ვერ დააშინებ და ტრავმის აკიდება თუ უნდათ ათამაშონ 5-6 თამაში და თავისით აილეწება.

  • Barca…
    12 თებ 2022, 17:10

    აუცილებლად მოსაგებია ეს თამაში

  • La Pulga10
    12 თებ 2022, 17:02

    ძაან მაინტერესებს პედრის დარტყმული ჯარიმა,იმედია ხვალ ვნახავთ.

  • M10 S9 D11
    12 თებ 2022, 16:52

    არ უნდა დაინდოთ ეგ რეალის მონები ბოლომდე გადაუარეთ