ლამინ იამალი: ჩემი მიზანი ყოველთვის ესპანეთის ნაკრებში თამაში იყო

ლამინ იამალი: ჩემი მიზანი ყოველთვის ესპანეთის ნაკრებში თამაში იყო

“ბარსელონას” 16 წლის ტალანტმა, ლამინ იამალმა ესპანეთის ნაკრების არჩევაზე ისაუბრა:

ყოველთვის ესპანეთის ნაკრებში ვთამაშობდი, 15-წლამდელთა გუნდიდან დაწყებული. ჩემი მიზანი ყოველთვის ნათელი იყო – “ფურია როხაში” თამაში. მსურს ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და საერთოდ ყველაფერი მოვიგო. 

ესპანეთის ნაკრებში გამოძახება წარმოუდგენელი გრძნობაა. მინდა, ამ შესაძლებლობით ვისიამოვნო. მშვიდად ვარ, რადგან ამ დონეზე თამაშს “ბარსელონაში” მივეჩვიე. ვნახოთ, რა მოხდება. 

პედრი და გავი ძალიან მეხმარებიან და მეუბნებიან, რომ შიშის გარეშე ვითამაშო. ბალდესაც ყოველთვის ვესაუბრები. 

როცა ნაკრებში გამომიძახეს, დედაჩემს დავურეკე. ის მეუბნებოდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, და ნერვიულობდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა და ჩემით ამაყობდა. 

პატარაობიდანვე ყოველთვის უფროსების წინააღმდეგ ვთამაშობდი. დედაჩემი მეუბნება, რომ მეტოქის ვარდნების დროს ფრთხილად ვიყო, მე კი ვპასუხობ, რომ მშვიდად იყოს და მენდოს.

შემიძლია, ნაკრებს ხალისი შევძინო, მინდორზე კი – ვერტიკალურობა და თავდაჯერებულობა. 

“ფურია როხაში” ბევრი დიდებული ფეხბურთელია. მაგალითად, მარკო ასენსიო ძალიან მომწონს – მას ნაკრებში თვალს ყოველთვის ვადევნებ.

ლამინს შეთავაზება მაროკოს ნაკრებიდანაც ჰქონდა, რადგან მას მამა მაროკოელი ჰყავს, მაგრამ ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 

არსებობს შანსი, რომ იამალის დებიუტი თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შედგეს – თუ ეს მოხდება, ლამინი “ფურია როხას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნება. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • nika 54
    05 სექ 2023, 17:13

    ციტატა: Neymar
    კი ისიც არაა ბოლომდე სწორი მაროკოსკენ როარ წავიდა მარა მეორე მხრივ რატო უნდა წასულიყო მანდეთ ანუ ტიპი ცხოვრებაში არაა ნამყოფი იქ და თან მაროკომ მარტო მაშინ შენიშნა როცა მიხვდნენ რამხელა ტალანტია მანამდე კიდე ესპანეთში იყო სულ

    ადამიანი დაიბადა ესპანეთში, ეს უკვე ფაქტია, პასპორტით ის ესპანელია. რატო უნდა გაჩნდეს საერთოდ შეკითხვები სად ითამაშებს.

  • Rick Sanchez
    05 სექ 2023, 15:42

    ციტატა: cruyff9
    დედამისი აშკარად ერკვევა ფეხბურთში და ეს მომწონს❤️❤️მეც მაგრარ ვშიშობ ამ ბავშვს რამე არ მოუვიდეს და განაგრძოს განვითარება,,ძაან არმინდა მეორე ფატი და ბოიანი გაიჩითოს,,,ლამინ იამალ ღმერთი გფარავდეს❤️

    ყველა დედა ნერვიულობს შვილზე. ამ ერთი წინადადებით ვერ გაიგებ რამდენად ერკვევა ფეხბურთში იამალის დედა.

  • BarcaFan❤💙
    05 სექ 2023, 14:19

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: BarcaFan❤💙
    ინედია ჩვენი ხისთავა იამალს სევილიასთან და პორტუსთან არ დააყენებს თორე პეპე და რამოსი პირადად მიხედავენ
    აი ძანნ გამისწორდება თუ პეპე და რამოსი გავის ტრაკს მიაყენინებენ წელს

    პეპესაც და რამოსსაც მოხვდეთ გავის უმტიტის და ბადიაშილესი ერთად. აქეთ მიაყენებინებენ. არ გავკარი მაგ ორ არაკაცს?

    ცუდია რო ესეც პედრის გზას ადგას, გადაიწვა დაიმტვრა გაქრა. რაფინია ფატი ჰალილა და კიდე რამდენი ტალანტი შეიწირა მძიმე ტრავმამ. პედრიც აგერ აღარაა სანდო. დაასვენონ ეს ბავშვი. ჯერ ნაკრებში იხმარენ მერე ხავი დაამატებს და მერე უი მყესი გაუწყდაო. მძიმე ტრამვაა რამაც შეილება დიდ ფეხბურთელობაში ხელი შეუშალოს, დალშე ყველაფერი აქ და დაიცვან ტეავმებისგან

    გავის მიყენებაში ყოველ წუთში ჯარიმის არ აღება ვიგულისხმე🙂 4 ტურში რომ 3 ყვითელი გექნება სასიხატულო ნაღდად არაა😀 თან 18 წლის ფეხბურთელს

  • Don_Andresito
    05 სექ 2023, 02:16

    ციტატა: BarcaFan❤💙
    ინედია ჩვენი ხისთავა იამალს სევილიასთან და პორტუსთან არ დააყენებს თორე პეპე და რამოსი პირადად მიხედავენ
    აი ძანნ გამისწორდება თუ პეპე და რამოსი გავის ტრაკს მიაყენინებენ წელს

    პეპესაც და რამოსსაც მოხვდეთ გავის უმტიტის და ბადიაშილესი ერთად. აქეთ მიაყენებინებენ. არ გავკარი მაგ ორ არაკაცს?

    ცუდია რო ესეც პედრის გზას ადგას, გადაიწვა დაიმტვრა გაქრა. რაფინია ფატი ჰალილა და კიდე რამდენი ტალანტი შეიწირა მძიმე ტრავმამ. პედრიც აგერ აღარაა სანდო. დაასვენონ ეს ბავშვი. ჯერ ნაკრებში იხმარენ მერე ხავი დაამატებს და მერე უი მყესი გაუწყდაო. მძიმე ტრამვაა რამაც შეილება დიდ ფეხბურთელობაში ხელი შეუშალოს, დალშე ყველაფერი აქ და დაიცვან ტეავმებისგან

  • rivaldo80
    05 სექ 2023, 01:12

    ციტატა: BarcaFan❤💙
    ინედია ჩვენი ხისთავა იამალს სევილიასთან და პორტუსთან არ დააყენებს თორე პეპე და რამოსი პირადად მიხედავენ
    აი ძანნ გამისწორდება თუ პეპე და რამოსი გავის ტრაკს მიაყენინებენ წელს

    ვახ 😂😂😂😂😂

  • BarcaFan❤💙
    05 სექ 2023, 00:49

    ინედია ჩვენი ხისთავა იამალს სევილიასთან და პორტუსთან არ დააყენებს თორე პეპე და რამოსი პირადად მიხედავენ
    აი ძანნ გამისწორდება თუ პეპე და რამოსი გავის ტრაკს მიაყენინებენ წელს

  • cruyff9
    05 სექ 2023, 00:10

    დედამისი აშკარად ერკვევა ფეხბურთში და ეს მომწონს❤️❤️მეც მაგრარ ვშიშობ ამ ბავშვს რამე არ მოუვიდეს და განაგრძოს განვითარება,,ძაან არმინდა მეორე ფატი და ბოიანი გაიჩითოს,,,ლამინ იამალ ღმერთი გფარავდეს❤️

  • levanoza
    05 სექ 2023, 00:05

    ჰოდა დავაჯ-ვი მაგის მამას, საინტერესო უფრო დედაა, ნეტავ სადოურია?
    დარგვეთელი ქალი ხომ არაა? თან დიდგულა?

  • Neymar
    04 სექ 2023, 23:58