კაზემირო: თუ გიყვარს ფეხბურთი, გიყვარს მესი
მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი, კაზემირო "ბარსელონაში" არსებულ სიტუაციასა და ლიონელ მესიზე საუბრობს:
"ბარსა" ამ ახალ რეალობას [მესის გარეშე ყოფნა] უნდა შეეგუოს და კლუბი ამას გააკეთებს კიდეც, როგორც ეს "რეალმა" მოახერხა, რადგან ისინი მსოფლიოში უდიდესი კლუბებია, ისინი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ.
მესის არყოფნა შესამჩნევია, ყველაფერი, რასაც ის "ბარსელონასთვის" წარმოადგენდა, თვალშისაცემია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყველას უყვარდება, ვინც კი ნახავს. თუ გიყვარს ფეხბურთი, გიყვარს მესი. ის ისტორიაში სამ საუკეთესო მოთამაშეს შორისაა.
"ბარსას" დატოვების შემდეგ, ამ გარდამავალ მომენტში, შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მესი მათთვის. სწორედ ამიტომაა ის კლუბის სიმბოლო.
- განაცხადა ბრაზილიელმა Panenka-სთან ინტერვიუში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]