სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 10 საათზე ნაკლები რჩება, “ბარსელონა” კი ჟოაუ კანსელუს ამ დრომდე ვერ იმატებს, რის გამოც, პორტუგალიელის დაკარგვის შანსიც არსებობს.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” კანსელუს შეძენას ვერ მოახერხებს, ფეხბურთელი ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს, რაც “ბაიერნში” დაბრუნება იქნება.
ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ბოლო საათებში 29 წლის უკანახაზელს მიუნხენური კლუბი დაუკავშირდა. “რეკორდმაისტერი” კანსელუს სიტუაციას აკვირდება და მის შესაძენად იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბლაუგრანა” პორტუგალიელის დამატებას ვერ მოახერხებს.
წყაროს ცნობით, კანსელუს “ბარსაში” გადასვლა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა მისი გარემოცვა ალტერნატიულ გეგმაზეც მუშაობს, რაც ბუნებრივი მოვლენაა.




ამ ბაიერნს რაღა უნდა, იქ არ ყავდა. დაეტოვა თუ უნდოდა. თუ ბარსას ჯინაზე იგონებენ რო გვანერვიულონ.
ესენი ვერც კანსელუს და ვერც ფელიქს ვერ მოიყვანენ, არ აქვთ არაფრის ტრაკი. ყველაზე ცუდი მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა ჰყავს ბარსას😩
კანსელოც თუ დაიკარგა და მოუხან ლაპორტას სუყველაფერი, დრაკში გაიკეთოს მერე ინიაკი პენია