workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა

დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა

დღეს თბილისი დროით 20:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაა.

თუ წინა წლებში ამას დიდ მნიშვნელობას არ ვაქცევდით, ბოლო ორი სეზონის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, თუ ვინ მოხვდება “ბარსელონასთან” ერთად ჯგუფში.

ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ გუნდები კალათებში ასე არიან განაწილებულნი:

  • პირველი კალათა: მანჩესტერ სიტი, სევილია, ბარსელონა, ნაპოლი, ბაიერნი, პსჟ, ბენფიკა, ფეიენორდი;
  • მეორე კალათა: რეალ მადრიდი, მანჩესტერ იუნაიტედი, ინტერი, დორტმუნდი, ატლეტიკო, ლაიფციგი, პორტუ, არსენალი;
  • მესამე კალათა: შახტარი, ზალცბურგი, მილანი, ბრაგა, პსვ, ლაციო, რედ სტარი, კოპენჰაგენი;
  • მეოთხე კალათა: იანგ ბოიზი, რეალ სოსიედადი, გალათასარაი, სელტიკი, ნიუკასლი, უნიონ ბერლინი, ანტვერპი, ლანსი.

ჯგუფში თითო კალათიდან თითო გუნდი მოხვდება. “ბარსელონასთან” ერთად ჯგუფში ვერ მოხვდებიან პირველი კალათის გუნდები (მანჩესტერ სიტი, სევილია, ნაპოლი, ბაიერნი, პსჟ, ბენფიკა, ფეიენორდი), ასევე სხვა კალათების ესპანური გუნდები (რეალ მადრიდი, რეალ სოსიედადი). ერთ ჯგუფში ვერც სხვა ქვეყნის ორი წარმომადგენელი მოხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონასთან” გუნდში ერთად ვერ იქნებიან, მაგალითად, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ნიუკასლი”, ან “ინტერი” და “მილანი”.

წილისყრის პირდაპირ ეთერში ყურება სილქ უნივერსალსა და სეტანტა სპორტს 1-ზე იქნება შესაძლებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Rick Sanchez
    schedule 01 სექ 2023, 00:00
    #12

    ძლივს გაგვიმართლა წილისყრაში ჩვენც.

  • nika 54
    schedule 31 აგვ 2023, 20:52
    #11

    ჩვენ რო ბედი გვაქვს არსენალი, მილანი, ნიუკასლი შეგვხვდებიან და ვინ იცის რას ვიზავთ.

    ჯერჯერობით მე-2 და მე-3 ჯგუფიდან ბედმა გაგვიღიმა.

    ანტვერპენიც კაი ვარიანტია, მოკლედ გვაქვს შანსი გავიდეთ.

  • Clever liar
    schedule 31 აგვ 2023, 20:26
    #10

    არსენალი, მილანი, ნიუკასლი გაასწორებდა :))

  • wanmoo
    schedule 31 აგვ 2023, 20:00
    #9

    ნახვა წილისყრის სად შეიძლება?

  • Novak Djokovic
    schedule 31 აგვ 2023, 18:09
    #8

    ბარსა, დორმუნდი, მილანი და ნიუკასლი იქნება სიკვდილის ჯგუფი

  • El pistolero 9
    schedule 31 აგვ 2023, 17:51
    #7

    ლაიპციგი, პსვ, ლანსი

  • L.MESSI-10
    schedule 31 აგვ 2023, 17:36
    #6

    ბარსელონა, ლაიფციგი, კოპენჰაგენი, ლანსი😂😂😂

  • Fc Barca Batumi
    schedule 31 აგვ 2023, 17:13
    #5

    ბარსა ჩ/ლიგას ითამაშებს შედეგიანად, თუ ჩავი ოთახში ეყოლებათ!

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 31 აგვ 2023, 16:08
    #4

    ციტატა: Zura Gviniashvili
    მეოთხე ნიუკასლის გარდა ვინც გინდა..მესამეში მილანის გარდა


    Milanis da newcastles tu gveshinia kargad yofila am gundis saqme.

  • Zura Gviniashvili
    schedule 31 აგვ 2023, 15:49
    #3

    მეოთხე ნიუკასლის გარდა ვინც გინდა..მესამეში მილანის გარდა

  • isakichi
    schedule 31 აგვ 2023, 15:41
    #2

    რეალის და შახტარის ერთად მოხვედრაზე მთელ ქონებას დავდებ

  • lesane C
    schedule 31 აგვ 2023, 15:37
    #1

    ინტერი, ზალცბურგი და მესამეც ალაბათ სელტიკი შეგვხვდება.