ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, “ბარსელონა” “ლოს ანჯელესის” ფეხბურთელის, მამადუ ფალის შეძენას ცდილობს.
20 წლის სენეგალელი მცველი მოლაპარაკებებს “ვილიარეალთან” აწარმოებდა, მაგრამ კატალონიური კლუბის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეჩერდა. “ბარსა” ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ ფრთხილად მოქმედებს, რადგან ტიუდორ მენდელ-იდოვუს ჩაშლილი ტრანსფერი კარგად ახსოვს.
“ლურჯ-ბროწეულისფერებს” ახალგაზრდა უკანახაზელის დამატება “ბარსა ატლეტიკისთვის” სურთ.
The Athletic-ის ცნობით, “ბარსელონა” ფალთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებს.
მამადუ MLS-ში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია. ის გასულ სეზონში “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდში იყო განათხოვრებული და 1 მატჩი ლა ლიგის ეგიდით პირველ გუნდშიც ჩაატარა.
სენეგალელი “ლოს ანჯელესში” 2021 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, პირველი გუნდის რიგებში მონაწილეობა 42 შეხვედრაში მიიღო – ამერიკული კლუბის მაისურით ფალის ანგარიშზე 6 გოლი და 1 ასისტია.




სად პოულობენ, ერთს ამბობენ და მეორე მოყავთ, უკვე აღარ მესმის ამათი ლოგიკა.
ამდენი სუპერ ვარსკვლავიც არ გვითხოვია ლაპორტ.
ხალხი ვის არ ყიდულობს ყველა ყველგან მიდის ხალხი გუნდს აწყობს ბოლო დღეებია და ამათმა ვინ იპოვეს ნახე რა
ჯერ ამან მესი გააჩეროს MLS ში და მერე კიდე შეიძლება ფიქრი 😀
ეხლა ახალი საზომი დამკვიდრდა ევროპაში MLS დან თუ ფეხბურთელის ყიდვას აპირებ, მესი უნდა ყავდეს გაჩერებული მინიმუმ, თორე ბანძი ფეხბურთელია
ის ცაცია ხომ მოიყვანეს და ეს ამდენი მცველი სად მიყავთ ამანაც რომ გაამართლოს ბარსაა თუ ალდაგის დაცვა🤣🤣🤣🤣
ნეტა შიგნით არქონდეთ ამ ჩემისებს
ალბათ სენეგალური კედელი უნდა აღმართონ სამომავლოდ, ფალი და ფაიე 😁
Waiyvanet da sadme restoranta daagdet,zangi maklia saxlshi ddd
მამადუ ფალი არა მამადუ სახო კიდე ან ამდენი მცველი რა ჯანდაბად გვინდა