workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეზ აბდე ბარსელონაში დარჩება

ეზ აბდე ბარსელონაში დარჩება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ რამე ბოლო მომენტში არ შეიცვლება, აბდე ეზალზული “ბარსელონაში” დარჩება. ჩავი ერნანდესს მაროკოელის დარჩენა სურს, რადგან განსხვავებული სტილის შემტევის დაკარგვა არ უნდა. ამავე აზრზეა დეკუც.

კატალონიური გრანდი ეზ აბდეს €30 მილიონად აფასებს – ამ თანხის სანაცვლოდ, შესაძლოა, კლუბი მის გაყიდვაზე დაფიქრდეს. “ლევერკუზენი” 21 წლის ფეხბურთელში “ბარსას” €15 მილიონს სთავაზობს, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფერები” უარზე არიან და გერმანულ კლუბსაც სხვა პრიორიტეტები აქვს. ეზალზულითი “ბეტისიც” ინტერესდება, მაგრამ ანდალუსიელებს მისი მხოლოდ იჯარით აყვანა შეუძლიათ, რაც “ბლაუგრანას” გეგმებში არ შედის.

ეზ აბდეს პრიორიტეტიც “ბარსელონაში” დარჩენაა, მაგრამ იმედოვნებს, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 27 აგვ 2023, 23:05
    #4

    დასტოვააააააა

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2023, 18:19
    #3

    მოიყვანონ უკეთესი და მერე გაყიდონ, და არა 15 მილიონად. ჩვენ ვინ მოგვცემს 15 მილიონად ძირითადის ფეხბურთელს თუ თავისუფალი აგენტი არ არის.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 27 აგვ 2023, 09:57
    #2

    ეს გასაყიდია უეჭველად, ნეიმარის მერე კრაიზე ვერავინ ვიყიდეთ წესიერი

  • cruyff9
    schedule 27 აგვ 2023, 01:25
    #1

    ვერ ვიტან ამას რაა🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️