workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია და მარკოს ალონსო ბარსელონაში რჩებიან

ერიკ გარსია და მარკოს ალონსო ბარსელონაში რჩებიან

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარკოს ალონსოსა და ერიკ გარსიას “ბარსელონადან” წასვლის საკითხი განიხილებოდა, მაგრამ Mundo Deportivo-ს ცნობით ორივე ესპანელი მცველი კლუბში დარჩება.

კატალონიური გამოცემის ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ცნობით ჩავი ერნანდესმა კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკუს აცნობა, რომ კლემან ლანგლეს გაყიდვისა და ჟოაუ კანსელუს დამატების შემდეგ გუნდის დაცვა დაკომპლექტებული იქნება.

წყაროს ცნობით “ბარსელონა” აღარ განიხილავს მარკოს ალონსოს გაყიდვას, რომელიც გუნდმა ლა ლიგაში რამდენიმე საათის წინ დაარეგისტრირა.

ერიკ გარსიას დამატებით “ჟირონაა” დაინტერესებული, მაგრამ ეს ტრანსფერი ვერ შედგება. ფეხბურთელს წასვლა არ სურს, “ბარსელონა” კი მისი იჯარით გაშვებით ძალიან მცირე სარგებელს ნახავს და კლუბს ურჩევნია, ფეხბურთელი შეინარჩუნოს.

რამდენიმე დღის წინ ჩავი გარსიას ესაუბრა და განუცხადა, რომ მასზე იმედებს ამყარებს. თუ “ბარსა” ძალიან მიმზიდველ შეთავაზებას არ მიიღებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ერიკ გარსიას გუნდიდან გაშვება არ განიხილება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 26 აგვ 2023, 18:07
    #7

    გარსიას გაშვება არ ღირს მინიმუმ 15-20 მილიონი თუ არ გადაიხადა ვინმემ. ხელფასი მაგას არ აქვს და სათამაშო დროზეც არ წუწუნებს. ალონსო კიდე ბალდეს ერთადერთი შემცვლელია და იყოს გუნდში.

  • JasoN
    schedule 26 აგვ 2023, 17:56
    #6

    ეგრე რა თქვე დალოცვილებო ძლივს არ ამოვისუნთქე??? აწი რაღა მომკლავს მშვიდად ვიქნები

  • nika 54
    schedule 26 აგვ 2023, 15:22
    #5

    ხო არ გაუშვას, მაგას ჩავი როგორც მახსოვს ცენტრში თამაშს დაპირდა ოღონდ ვერ ვიგონებ რამდენი თამაში ჩაატარა ამ ადგილზე.

  • ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    schedule 26 აგვ 2023, 15:04
    #4

    რჩებიან თორე ეხვეწებოდნენ სხვადასხვა გუნდები 😀

  • რივალდო-მესი
    schedule 26 აგვ 2023, 14:11
    #3

    მალადეც, მაინც ფრთხილად იყავით ქვევიდან არ გაგივარდეთ🤮

  • Don_Andresito
    schedule 26 აგვ 2023, 13:53
    #2

    გარსიას მაინც ვერ შეინარჩუნებენ, ნადირობაა გამოცხადებული გრანდების მხრიდან 😁😁

  • Footballfan
    schedule 26 აგვ 2023, 12:55
    #1

    ორივე მზით გაცვითეთ ნელა იყავით არ აგვახიონ🤣