ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონი ისევე დაიწყო, როგორც წინა სეზონი წარიმართა – მარ-ანდრე ტერ შტეგენის კარი ისევ აუღებელია.
ჩემპიონატის განახლებიდან ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული და დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ შეგვიძლია, 2023 წლის მონაცემებს გადავხედოთ.
წელს შიდა ჩემპიონატში ჩატარებული 25 თამაშიდან ტერ შტეგენმა კარი მშრალად 17-ში შეინახა. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში არცერთ სხვა მეკარეს 50%-ზე მაღალი მაჩვენებელი არ აქვს. მეორე ადგილზე “ლაციოს” კიპერი ივან პროვედელია, რომელმაც 24 მცდელობიდან კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.
ლა ლიგაში ტერ შტეგენის შემდეგ მე-2 ადგილზე “რეალ სოსიედადის” მეკარე ალექს რემიროა, რომელმაც 25 თამაშიდან კარი მშრალად 10-ში შეინახა.
გასაკვირი არაა, რომ “ბარსას” გერმანელი მეკარე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით ყველაზე ცოტა გოლს უშვებს. მის კარში თამაშში საშუალოდ 0.48 გოლი გადიოდა. ეს შედეგი საუკეთესოა იმ მეკარეებს შორის, რომლებმაც 2023 წელს მინიმუმ 10 თამაში ჩაატარეს.
ტერ შტეგენს “ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი მოსდევს. ის თამაშში საშუალოდ 0.53 გოლს უშვებს.



არადა ნეტავ ის ხალხი სადაა 2 წლის წინ ჩინურ ნოიერს რომ უძახდა შტეგენს. ერთი ჩავარდნა არ აპატიეს ტიპს რომელიც უმეტესწილად მთლიანად გუნდის ჩავარდნით იყო განპირობებული
ხოლო რაც შეეხება გამტანებს, აქ სად ვართ? **აკში არა?
ობლაკსაც კაი მაღალი პროცენტი ჰქონია, მაგრამ ეგ ალბათ ატლეტიკოს თამაშის სტილიდან გამომდინარეობს, იმათ ცოტა გააქვთ და ცოტასაც უშვებენ მოკლედ ავტობუსა გუნდია. თუმცა მესის წასვლის შემდეგ ჩვენც ძლიან ეკონომიურად ვიტანთ გოლებს. ჩვენი თავდასხმა ერიდება მეტოქის დამცირება და ხანდახან ტორესი და ძმანი მისნი "სპეციალურად" აცილებენ კარებს.
აზრი? მაინც კურტუას შეტენიან საუკეთესო მეკარის ჯილდოს.