“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “კადისთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“კადისთან” თამაში გვიჭირს, ამიტომ “მონჟუიკზე” გულშემატკივრების მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ.
ალემანის წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე. ეს კლუბის გადაწყვეტილებაა. მასთან ერთად შესანიშნავად ვმუშაობდი. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ დეკუს მოსვლას უარყოფითად ვაფასებ. ითქვა, რომ დეკუსთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, რაც ტყუილია – მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, ერთად კარგად ვიმუშავებთ.
დისკვალიფიკაციას უნდა შევეგუო. მეტი კამათის გამოწვევა არ მსურს. ემოციები უკეთ უნდა ვაკონტროლო და თამაშს მწვრთნელის ადგილიდან ვუხელმძღვანელო.
ინიგო გუნდს მომდევნო კვირაში შემოუერთდება. რეგისტრაციებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ალონსოსა და პენიას დარეგისტრირებას.
ფელიში? ნეიმარის მსგავსად, სხვა გუნდების ფეხბურთელებზე საუბარი არ მსურს. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა გუნდის გაძლიერებას.
კალენდარი ძალიან დატვირთულია. პეპ გვარდიოლა ამას სწორად აკრიტიკებდა – ჩვენ არა ფეხბურთელებზე, არამედ ბიზნესზე ვფიქრობთ.
არაუხომ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო. მსგავსი შემთხვევები თავიდან უნდა ავიცილოთ. ტრავმის ხანგრძლივობა მის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, ის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაბრუნდება.
ფატი “ატლეტიკოში”? ეს ხუმრობაა?! ანსუს შესახებ უკვე გარკვევით ვისაუბრე, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ფატი კლუბის აწმყო და მომავალია.
მარჯვენა მცველის დამატება ჩვენი პრიორიტეტია. კლუბის მენეჯმენტი ამაზე მუშაობს. იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რის საშუალებასაც ფინანსური ფეარ პლეი მოგვცემს.
ორიოლ რომეუთი ძალიან ბედნიერი ვარ. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის დაცვაში ბალანსს ქმნის და ბურთთან ერთად კარგად თამაშობს. რომეუ ძალიან კარგი შენაძენია.
ჩემი მთავარი მიზანია, გუნდმა უკეთ ითამაშოს, რაც დროსა და გამოცდილებას მოითხოვს. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. უნდა ვცადოთ, ისე ვითამაშოთ, როგორც გასულ სეზონში სუპერ თასზე “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ.
ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება პრობლემას არ წარმოადგენს.
3-0 კიარა 1-0 იც მისაღებია ამ ქინძი გუნდისგან.თან კადისთან
კადისი საძაგელი გუნდია, 11 კაცით დაცვაში და უხეშობებით
3-0 კიარა 1-0 იც მისაღებია ამ ქინძი გუნდისგან.თან კადისთან
მერე საერთოდ აღარ გაუშვებს ჩავი მაგას, დემბელესავით შეიყვარებს.
ჩავი რომელიც გვარდიოლას იდეების სულისჩამდგმელი იყო, რომელიც სუპერ შეტევას თამაშობდა, ვერასოდრს წარმოვიდგენდი თუ ასეთი ჩმორი მწვრთნელი დადგებოდა, იმედია გამოსწორდება და გუნდს სწორ გზაზე დააყენებს, შემტევი ბარსა გაცილებით უკეთესია
პრაგმატიზმს მოეშვი და 1-0ზე ნუ აჩერებ გუნდს. ბაიერნივით უნდა ვიყოთ, დანდობა არ უნდა იცოდეს ამ გუნდმა, თორე ბოლო წლებია ვისაც როგორ უნდა ისე გვა*ვამს თავზე. გასაგებია რომ ფინანსები არაა და ბაზარზე კონკურენცია გვიჭირს, მაშინ ერთადერთი გამოსავალი რჩება "აბაროტის" ფეხბურთით აღება..
3-0 ! და თუ გინდა ტორესის დუბლი იყოს😎