ნეიმარის ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ “ბარსელონა” სხვა შემტევებზე უნდა გადაერთოს – უსმან დემბელეს წასვლის გამო გუნდს მინიმუმ ერთი ახალი თავდამსხმელი სჭირდება.
ერთ-ერთი კანდიდატი ჟოაუ ფელიშია, მაგრამ, ხავი მიგელის ცნობით, ჩავი ერნანდესი (რომელსაც პორტუგალიელი დიდად არ მოსწონს) მის ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კატალონიური კლუბი მანამდე მარჯვენა მცველსა (ხუან ფოიტი/ჟოაუ კანსელუ) და შემტევ ნახევარმცველს (ბერნარდუ სილვა/ჯოვანი ლო სელსო) შეიძენს.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს ფელიშის “ბარსელონაში” ტრანსფერი სურს და ამაზე ბოლომდე იმუშავებს. თავის მხრივ, “ბარსამ” მათ შეატყობინა, რომ საქმე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე ვერ მოგვარდება.
“ბარსელონამ” “ატლეტიკოს” ანსუ ფატი-ჟოაუ ფელიშის ბარტერი შესთავაზა, მაგრამ მადრიდელებმა უარი განაცხადეს, რადგან მათ მხოლოდ თანხა სურთ. ამასთან, ანსუს პრიორიტეტი “ბარსაში” დარჩენაა, მაგრამ ესმის, რომ კლუბი მას ხელშეუხებლად არ მიიჩნევს. გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ფატი მხოლოდ საუკეთესო ვარიანტებს განიხილავს.
ფაბრიციო რომანოს თქმით, ჟოაუ ფელიშის საკითხი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებშიც კი აქტუალური იქნება. ის “ბარსელონაზე” ოცნებობს, რის გამოც ბევრი შეთავაზება დაბლოკა, მათ შორის, საუდის არაბეთიდანაც.
ჩავი ერნანდესი (რომელსაც პორტუგალიელი დიდად არ მოსწონს) მის ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კატალონიური კლუბი მანამდე მარჯვენა მცველსა (ხუან ფოიტი/ჟოაუ კანსელუ) და შემტევ ნახევარმცველს (ბერნარდუ სილვა/ჯოვანი ლო სელსო) შეიძენს
ანუ ჩავი ფიქრობს რო თავდასხმა აწყობილი აქვს და დაცვა -ნახევარდაცვა არ გვივარგა?
მეორეც ჯერ მოლაპარაკება არ დაგვიწყია და ატლეტიკომ ხელები გაასავსავა არავითარი ბარტერი, ფული მაიტათ-ო ხომ?
ახლა ამ ფულს რო 100 მილიონამდე გაზრდის ეჭვი არ შეგეპაროთ, ვიცნობთ სერესოს, მერე ეს გრიზმანი-2 გახდება და უკან 10-15 მილიონად წაიყვანს დამიჯერეთ ასევე ვგრძნობდი გრიზმანის მოყვანისას. რომელიც არ იყო მოსაყვანი თუნდაც იმ ვიდეოს ჩაწერის გამო. გაგიჟდება კაცი რით ვერ გაიგეს ამ ატლეტიკოს არადამიანური ჩათლახური ნაბიჯები. როდემდე უნდა გვაჩმოროს იმ სერესომ.
კარასკოს ყიდვა რატო არ უნდათ? ჩვენ ყველა შემტევს სჯობია ფაქტია და თან იაფად შეიძლება ყიდვა
ამდენი ნახევარ მცველი რათ უნდა გამაგრბინა ფელიში მოსაყვანია ყველა ვარიანტში იმ ჩლუნგი რაფინიას იმედზე არ უნდა ვიყოთ კანსელუს მოსვლა დროის ამბავია პროსტა უეჭველი მოიყვანენ
ჩავი ძაან ტვინს ჭამს უკვე რა… შემტევი მოსაყვანი და ნახევარმცველებს, მცველებს ითხოვს კიდე. 10 მცველია გუნდში და ნახევარმცველებით გატენილია გუნდი, თან ერთი პოზიციისაა ლამის ყველა. გიუნდოგანი მარცხენა კრაინი გახადა, პედრი ცრუ ცხრიანი და ფრენკი ცენტრალური მცველი. კიდე უნდა ნახევარმცველები? შემტევებზე იჩალიჩონ ბიჭო ოღონდ ნორმალურზე.
კაროჩე ახლა გაისვრიან ამაში ერთ 80 მილიონს და შეგვრჩება მორიგი გრიზმანი, სხვა ვინმე არაა ბაზარზე ნომრალური ვინგერი?
და ვის მოსწონს რო ? როგორ შეიძლება " ჩოლო " სიმეონესთან ამდენი წელი ნათამაშევი ფეხბურთელი ბარსელონაში მოიყვანო ?!
ვერ ასაღებს ატლე ფელიშს და მიდით ბიჭებო დაეხმსრეთ, გაუსუხარეთ სერეზოს ეს ბიჭი. ატლე სულ ,,გვეხმარება" გაჭირვების ჟამს.
ფელიში და კანსელუ კარგი ბატონო,მაგრამ მეკარეზეც საფიქრებელი გვაქვს მგონი,მარკის ტრავმის შემთხვევაში საპასუხისმგებლო მატჩებში ვის უნდა ანდონ კარი პენიას? ამხანაგურ მატჩებშიც კი არ დავაყენებდი მე პირადად და არ მექნებოდა მაგის იმედი.