ვიტორ როკეს მორიგი გოლი და კარგი ამბავი ბარსელონასთვის

ვიტორ როკეს მორიგი გოლი და კარგი ამბავი ბარსელონასთვის

ვიტორ როკესთან დაკავშირებით ბრაზილიიდან კარგი ამბები მოდის – ახალგაზრდა ბრაზილიელი შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს და ის “ბარსელონას” კიდევ უფრო უახლოვდება.

გუშინ ლიბერტადორესის თასის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში ვიტორ როკეს “ატლეტიკო პარანაენსემ” ბოლივიურ “ბოლივარს” უმასპინძლა და 2-0 მოუგო. მეორე გოლი როკეს ანგარიშზეა, რომელიც საგოლე მოქმედების გარეშე მოედანს თითქმის აღარ ტოვებს.

“ატლეტიკო პარანაენსეს” პირველი თამაში 1-3 ჰქონდა წაგებული, განმეორებითის 2-0 მოგების შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც ბრაზილიელები დამარცხდნენ და ისინი ტურნირს გამოეთიშნენ.

“პარანაენსეს” ლიბერტადორესის თასიდან გამოვარდნა ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიური კლუბი ვიტორ როკეს “ბარსელონაში” ზაფხულშივე გამოშვებას უფრო ადვილად დასთანხმდება.

18 წლის ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერი უკვე გაოფიციალურებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება ის “ბარსას” – მიმდინარე ზაფხულში, თუ იანვარში. უსმან დემბელეს წასვლის შემდეგ “ბლაუგრანას” ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და კატალონიელები შეეცდებიან, ლა ლიგაში ვიტორ როკეს დარეგისტრირებაც შეძლონ, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი “ატლეტიკო პარანაენსე” უნდა დაითანხმონ, რომ ფეხბურთელი ზაფხულში დათმოს. აქამდე ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად ის სახელდებოდა, რომ ბრაზილიური გუნდი ლიბერტადორესის თასზე გამოდიოდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    10 აგვ 2023, 04:12

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: M10 S9 D11
    ამ ზაფხულშივე უნდა მოვიყვანოთ რამენაირად ლევანდოვსკის კონკურენტი სჭირდება ცოტა აზრზე რო მოვიდეს


    ლევანას ყავს კონკურენი უკვე თუ ჩავი ერთ ადგილს დააყენებს და არ აითვალწუნებს ანსუს


    ანსუ არა შმანსუ მაგის იგროკობა მორჩა


    20 წლის ბიჭზე ამბობ მორჩაო?
    იმედია მწარედ ცდები რისი შანსიც დიდია

  • M10 S9 D11
    09 აგვ 2023, 19:17

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: M10 S9 D11
    ამ ზაფხულშივე უნდა მოვიყვანოთ რამენაირად ლევანდოვსკის კონკურენტი სჭირდება ცოტა აზრზე რო მოვიდეს


    ლევანას ყავს კონკურენი უკვე თუ ჩავი ერთ ადგილს დააყენებს და არ აითვალწუნებს ანსუს


    ანსუ არა შმანსუ მაგის იგროკობა მორჩა

  • Rick Sanchez
    09 აგვ 2023, 16:55

    ციტატა: Boo.13
    მე მგონია ლევანას მერე ანსუს ყველაზე უკეთ გამოსდის გოლის გატანა. კარგად არᲩევს პოზიციებს და დარტტმაც კარგი აქვს. მოდის ფორმაᲨი. იმედია სეზონი ტრამვის გარეᲨე იქნება)).


    ტორესია საუკეთესო ბომბარდირი პრესეზონზე🤭

  • Boo.13
    09 აგვ 2023, 14:57

    მე მგონია ლევანას მერე ანსუს ყველაზე უკეთ გამოსდის გოლის გატანა. კარგად არᲩევს პოზიციებს და დარტტმაც კარგი აქვს. მოდის ფორმაᲨი. იმედია სეზონი ტრამვის გარეᲨე იქნება)).

  • davidus2020
    09 აგვ 2023, 13:47

    ისე ფიზიკურად მაგარი ტიპი ჩანს, რაღაცაში რონალდოს ვამსგავსებ, ღმერთით ისეთივე კარიერა ექნება!

  • M10 S9 D11
    09 აგვ 2023, 13:28

    ამ ზაფხულშივე უნდა მოვიყვანოთ რამენაირად ლევანდოვსკის კონკურენტი სჭირდება ცოტა აზრზე რო მოვიდეს

  • cruyff9
    09 აგვ 2023, 12:07

    ციტატა: Griezzy7
    ბარსაში ტრანსფერის გაოფიციალურების მერეც რომ არ მოდუმდა და არ დაიკიდა თამაში ეგ მომწონს. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არ მჯერა ამ ბიჭის რაღაცნაირად.
    იმედია გადმოვა და შემაცვლევინწბს აზრს, როგორც ქრისტენსენმა


    მეც მასე ვარ,,არ მჯერა,,საშუალო დონის ფორვარდი მგონია აი მალკომის სტილის,,მარა რავი ჯერ 18 წლისაა და იქნებ გაამართლოს

  • nika 54
    09 აგვ 2023, 11:26

    ზუსტად იმ ახალგაზრდების გვერდზე, გუშინ რო თამაში შემოაბრუნეს ესენი სასწაულ თავდასხმას შექმნიან და მე მგონი ამოვისუნთქებთ საბოლოოდ.

  • ♠️Spookyfy♠️
    09 აგვ 2023, 11:26

    Magari bichia,magari.duxianiaa

  • Griezzy7
    09 აგვ 2023, 11:25

    ბარსაში ტრანსფერის გაოფიციალურების მერეც რომ არ მოდუმდა და არ დაიკიდა თამაში ეგ მომწონს. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არ მჯერა ამ ბიჭის რაღაცნაირად.
    იმედია გადმოვა და შემაცვლევინწბს აზრს, როგორც ქრისტენსენმა

  • Nazim Shakhverdov
    09 აგვ 2023, 11:03

    Magari bijia, memgoni es da mbape la ligashi daglijaven