ფრენკი დე იონგმა “ტოტენჰემის” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
თავს კარგად ვგრძნობ და ლა ლიგის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.
ახალგაზრდებს დონე, ტალანტი და მენტალიტეტი აქვთ – ეს “ბარსაა” და აქ ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის იზრდებიან.
“ბარსელონამ” ყველაფრისთვის უნდა იბრძოლოს. პროგრესი გვმართებს. ევროპაში ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია.
გუნდში რეგისტრაციის საკითხზე არავინ დარდობს.
ბუსის გარეშე ყველაფერი უფრო რთული იქნება. მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ.
დემბელეს წასვლით ძალიან კარგი მოთამაშე დაგვაკლდება. ის დრიბლინგში, ასისტებსა და ერთი-ერთზე თამაშში ძლიერია.
ორიოლ რომეუს ძალიან კარგად ვუგებ.
სტადიონმა სასიამოვნო შეგრძნებები დამიტოვა. ფანებს “ბარსასთვის” ქომაგობა მოსწონთ, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი, რომ ეს მოედანი სახლად გადავიქციოთ.




გუშინ რამხელა ვარსკვლავი გადასცეს, ძლივს მიათრია გასახდელამდე.
თითქოს ვერ ენდობა ამ რომეუს ბოლომდე და მისი პოზიციის დატოვებას ვერ რისკავს ისე, რიგორც ბუსისთან. ისე უდიდესი ხარ ფრენკი!
უნდა გადაახტე საკუთარ თავს, თორე რომეუს იმედი ნაღადად არ მაქვს საკვანძო მატჩებში.