ჩავი ერნანდესი ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

ანსუ ფატის მომავალი? ვნახოთ. ყველაფერი FFP-ზე იქნება დამოკიდებული. 
არაუხო ტრავმირებული არაა. მას დისკომფორტი აქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ “ხეტაფესთან” მატჩისთვის მომჯობინდება.
ხელმძღვანელობა ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მშვიდადაა. გასულ წელსაც მსგავს სიტუაციაში ვიყავით.
ნეიმარი? სხვა კლუბების მოთამაშეებზე ვერ ვისაუბრებ. ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე რას გავაკეთებთ.
თუ დემბელე წავა, შეტევის გაძლიერება მოგვიწევს. ხელმძღვანელობამ ეს იცის.

ლამინ იამალი უდიდესი ტალანტია. მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. თანაც, ის ჯერ მხოლოდ 16 წლისაა.

ანსუმ და ფერანმაც მოვალეობა შეასრულეს.

შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს.

“მონჟუიკზე” თავი კომფორტულად ვიგრძენით. ხალხს სტადიონზე მოსვლისკენ უნდა მოვუწოდოთ. გასულ წელს ტიტულები ქომაგების წყალობით მოვიგეთ. 
დიდებულ მეტოქეს ვეთამაშეთ. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ასე ვერ გავაგრძელეთ. ცვლილებებმა და სისტემის შეცვლამ რეაგირების საშუალება მოგვცა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    09 აგვ 2023, 11:45

    რაც მთავარია მონჟუიკზე მოგება დაგვებედა და იმედია ასე განაგრძობენ.

  • Rick Sanchez
    09 აგვ 2023, 08:58

    რაღაცა ამას ძაან არ ევასება ფატი და ფერანი. ფერანი პრე სეზონს თუ არ ჩავთვლით რა მოსაწონია, მაგრამ ფატისთან რაღა უნდა? ორივე ფეხბურთელს ცუდი პერიოდი უდგას და იმის მაგივრად გაამხნევოს იაზვობს-მოვალეობა შეასრულესო, თუ გოლს+ასისტი იყო მოვალეობა და ეს ლამაზი კომბინაციები, რაფინიას რატო არ დააჯ*ა, მოვალეობა ვერ შეასრულაო?

    ციტატა: Fc Barca Batumi
    ბატონო ჩავი, ნეიმარს შეეშვი ზედმეტად თანხის გადაყრაა!
    16 წლის ბიჭზე და ამ ახალ თაობაზე, იფიქრე დასვი დიდი აქცენტი ჩვენებურად "სტავკა" ის იამალია, რომელმაც ტარაბუა დაახვია და ფატიც, თავის ტოლა "ბავშვებში" ბევრად გაიხსნა, ფერანმაც გაიღვიძა!
    აი რაფინია კი გასაშვებია, ლამინმა ნაღდად უფრო მეტი გააკეთა 10 წუთში, ვიდრე რაფინიამ!
    ბარსას მომავალი "ბიჭები"- "ბავშვები" შემოვიდნენ თუ არა დაადუღეს ინგლისელები!
    მშვენიერი თაობა გვყავს! წარმოიდგინეთ ამათ, ამ ახალბედა ოქროს ბიჭებს როკე და მესინიო დაუმატე და მერე იძახე! ოოოო მოიდა ზურაბაააააა, დახნავენ ნებისმიერს!

    მარტო ახალგაზრდებით არაფერი გამოვა. ეს 35 წლის ლევანდოვსკიც და 31 წლის ნეიმარიც საჭირონი არიან. მარკეტინგულადაც და მაღალი დონეც ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ. იამალს ძირითადში ვერ დააყენებენ მინიმუმ ეს წელი, რომ არ გადაიწვას ან არ დალეწონ. რაფინიას მგონი დემბელეს წასვლამ აწყინა, კონკურენციას ვერ გრძნობს.

  • sandro89
    09 აგვ 2023, 07:29

    Რა შეიყე ამ ფაქტის წასვლით ქაჯი გრაფინია გირჩევნია 😡😡😡😡 ტვინი მო<<ცენზურის დარღვევა>>ეს უკვე

  • Fc Barca Batumi
    09 აგვ 2023, 01:01

    ციტატა: Griezzy7
    არ მჯერა ამ კაცის, იმას აკეთებს რაც ყველაზე მეტად მძულს ფეხბურთში. როდესაც გოლს იტანს გუნდი, საერთოდ აღარ ფიქრობს შეტევაზე.

    რა გინდა გოლი გაიტანეს და მიაყოლეს მე-4 მსაჯს 1-2 წუთი რო დაემატებინა კიდევ აპირებდნენ გოლის გატანას, ისეთ შეტევას ანხოლციელებდნენ ნაღდად კიდევ გოლის წყურვილით იყვნენ ახალბედები

  • frenkie dejong21
    09 აგვ 2023, 00:59

    ნეიმარზე ეხლა სხვანაირად აჭიკჭიკდა

  • Fc Barca Batumi
    09 აგვ 2023, 00:56

    ბატონო ჩავი, ნეიმარს შეეშვი ზედმეტად თანხის გადაყრაა!
    16 წლის ბიჭზე და ამ ახალ თაობაზე, იფიქრე დასვი დიდი აქცენტი ჩვენებურად "სტავკა" ის იამალია, რომელმაც ტარაბუა დაახვია და ფატიც, თავის ტოლა "ბავშვებში" ბევრად გაიხსნა, ფერანმაც გაიღვიძა!
    აი რაფინია კი გასაშვებია, ლამინმა ნაღდად უფრო მეტი გააკეთა 10 წუთში, ვიდრე რაფინიამ!
    ბარსას მომავალი "ბიჭები"- "ბავშვები" შემოვიდნენ თუ არა დაადუღეს ინგლისელები!
    მშვენიერი თაობა გვყავს! წარმოიდგინეთ ამათ, ამ ახალბედა ოქროს ბიჭებს როკე და მესინიო დაუმატე და მერე იძახე! ოოოო მოიდა ზურაბაააააა, დახნავენ ნებისმიერს!

  • Griezzy7
    09 აგვ 2023, 00:44

    არ მჯერა ამ კაცის, იმას აკეთებს რაც ყველაზე მეტად მძულს ფეხბურთში. როდესაც გოლს იტანს გუნდი, საერთოდ აღარ ფიქრობს შეტევაზე.