workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა 4-2 ტოტენჰემი | ჩავის გუნდმა გამპერის თასი მოიგო

ბარსელონა 4-2 ტოტენჰემი | ჩავის გუნდმა გამპერის თასი მოიგო

“ბარსელონამ” გამპერის თასზე “ტოტენჰემი” 4-2 დაამარცხა. 

ანგარიშის მიუხედავად, ჩავის გუნდისთვის მატჩი რთული გამოდგა. “ბარსა” მე-3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა, მაგრამ შემდეგ ოლივერ სკიპმა დუბლი შეასრულა და კატალონიელებმა პირველი ტაიმი 1-2 წააგეს.

მეორე ნახევარში “ლურჯ-ბროწეულისფერები” შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების წყალობით გამოცოცხლდნენ. ანგარიში 81-ე წუთზე ლამინ იამალის ასისტით ფერან ტორესმა გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი ამ ორი მოთამაშის შესანიშნავი კომბინაცია გოლით ანსუ ფატიმ დააგვირგვინა და “ბარსელონა” წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში გუნდმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა – ფერმინ ლოპესის პასით ეზ აბდემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ამით “ბარსას” წინასასეზონო მზადება დასრულდა. გუნდს პირველი ოფიციალური მატჩი 13 აგვისტოს, ლა ლიგაში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ ელის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Hendrik Johannes
    schedule 09 აგვ 2023, 09:27

    ციტატა: Rick Sanchez
    35 წლის ლევანდოვსკიმ გაიტანა მესამე წუთზე ის გოლი. რა გინდათ მაგ კაცისგან მეტი? შარშან ლალიგის ბომბარდირი გახდა და როგორც მინიმუმ პირველი ნახევარი სეზონის სასწაული ჰქონდა. გაიტანს კიდე გოლებს ნუ გეშინიათ, იამალივით ვერ ირბენს ყველა თამაშში ეგ უნდა გავიაზროთ.


    მაგისგან არც დრიბლინგს ვითხოვ, არც მთელი გუნდის მოტყუებას. ბურთს ვეღარ აჩერებს და სულ კარგავს. გოლები კი გაიტანა შარშან, მაგრამ დიდ მატჩებში იკარგება. გუშინ რო გაიტანა, მერე 45 წუთი აღარ ჩანდა, 3 ჯერ მისცეს პასი, 2 ჯერ ვერ გააჩერა. სანამ კიდე გოლებს იტანს, ჯობია გავყიდოთ სადმე საუდის არაბეთში. ეგ ჩემი აზრია

  • Rick Sanchez
    schedule 09 აგვ 2023, 08:51

    35 წლის ლევანდოვსკიმ გაიტანა მესამე წუთზე ის გოლი. რა გინდათ მაგ კაცისგან მეტი? შარშან ლალიგის ბომბარდირი გახდა და როგორც მინიმუმ პირველი ნახევარი სეზონის სასწაული ჰქონდა. გაიტანს კიდე გოლებს ნუ გეშინიათ, იამალივით ვერ ირბენს ყველა თამაშში ეგ უნდა გავიაზროთ.

  • geobcn33
    schedule 09 აგვ 2023, 02:26

    🔵🔴🔵🔴

  • Fc Barca Batumi
    schedule 09 აგვ 2023, 00:32

    ციტატა: Novak Djokovic
    ანსუ არაა გასაყიდი, მჯერა მაგისი, მაგრამ ჩავის აშკარად დიდად არ მოსწონს.


    დააკვირდით ანსუ თავის ტოლებთან ერთად უფრო თამაშობს, ბიჭები დუღდნენ! შედედიც სახეზეა გამოშტერდა ტოტენჰემი მათ სახეებს არ დააკვირდით? laughing ჩავიმ არა მგონია გაუშვას

  • Hendrik Johannes
    schedule 09 აგვ 2023, 00:31

    კაი – გარსიას, რაფინიას, რომეუს და ა.შ. დედაც მოვ..ყან, მაგას ყველა წერს, ახალი ამბავი არაააა. მაგრამ ლევანდოვსკიზე რატო არ იწერება? ემირატების კაცია ეს უკვე. ბურთს ვეღარ აჩერებს ტიპი. ფერანიც სლეა, მაგრამ ეგ მირჩევნია ამჟამად სასტარტოში. ახალგაზრდებს კიდე საღოლ, კარგი ბიჭები არიან. ახალგაზრდების თამაშის ყურება უფრო მესიამოვნა, ვიდრე ამ "პროფესიონალების" ტანჯვა პირველ ტაიმში

  • Novak Djokovic
    schedule 09 აგვ 2023, 00:26

    ანსუ არაა გასაყიდი, მჯერა მაგისი, მაგრამ ჩავის აშკარად დიდად არ მოსწონს.

  • Fc Barca Batumi
    schedule 09 აგვ 2023, 00:25

    ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!
    ლამინმა ნაღდად უფრო მეტი გააკეთა 10 წუთში, ვიდრე რაფინიამ!
    ბარსას მომავალი "ბიჭები" შემოვიდნენ თუ არა დაადუღეს ინგლისელები!
    მშვენიერი თაობა გვყავს! წარმოიდგინეთ ამათ, ამ ახალბედა ოქროს ბიჭებს როკე და მესინიოც თუ დაემატა…. ოოოო მოიდა ზურაბაააააა, დახნავენ ნებისმიერს
    visca barca visca catalunya barca-1 barca-1 barca-5

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2023, 00:24

    ფრენკს რამხელა ჯილდო გადასცეს, ძლივს მიათრევდა გასახდელისკენ. ხან ვის სთხოვდა დახმარებას ხან ვის.