“ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ, არნაუ ტენასმა, რომელიც ცოტა ხნის წინ “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა, Instagram-ზე კატალონიურ კლუბთან გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა.
მოვიდა დრო, დავემშვიდობო იმას, რაც ჩემი სახლი 9 წლის ასაკიდან იყო. “ბარსაში” გატარებული თითქმის 14 წლის შემდეგ კოლეგების, მწვრთნელების, მასწავლებლების, ექიმების, კლუბის თანამშრომლებისა და განსაკუთრებით გულშემატკივრების მიმართ მხოლოდ მადლობა მეთქმის. ყველა თქვენგანი მეხმარებოდა იმ მოგზაურობაში, რომელიც მთავრდება, მაგრამ განცდილი გრძნობები სამუდამოდ გამყვება, გრძნობა, იყო კულე. ამაყი ვარ იმით, რომ “ბარსელონას” ფორმა მთელს მსოფლიოში 2010 წლიდან მოყოლებული მეცვა, ბოლოს კი პირველ გუნდში დებიუტის დროც მოვიდა. დღე, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი და რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.
ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები, ბიჭებო! წინ ბარსა!
– წერს არნაუ ტენასი სოციალურ ქსელში.
22 წლის მეკარეს “ბარსას” პირველ გუნდში ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ მან მონაწილეობა სიდნეიში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.
ერთი თვის წინ ტენასმა “ბარსა” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მაგრად მენანება ეს ბიჭი არ იყო დასაკარგი
გამარჯობა მეგობრებო,თუ გაქვთ ვინმეს დაზუსტებული ინფორმაცია?სეტანტაზე რეკლამაში გამოაცხადეს ლა ლიგის თამაშების ჩვენებასთან დაკავშირებით,ანუ როგორც მივხვდი ალბათ იყიდეს უფლება და თქვენც ხომ არ იცით რამე ამის შესახებ?
მეც მგონია რო 2026 მოვა შტეგენის შემცველად და დადება ძირითადში
თან პსჟ ეს მიაშურა. ვერაა სწორი და ჭკვიანური. წასულიყო სელტაში ან სადმე. შტეგენს გაუთბობ სკამს თუ დონარუმას აზრი? ისე პენიას სულ მერჩივნა. ამას უფრო ვხედავ 5-6 წლის მერე ბარსას კარში ვიდრე პენიას.
განა რა უხდებოდა ხელფასი , რომ ავტომატურად არ გაუხანგრძლივეს , ათას დებილს ვინახავთ და მილიონებს ვუხდით და დავიჯერო 2 მილიონზე მეტი იქნებოდა მესამე მეკარის ხელფასი ? საოცარი ჩემპიონატი ჰქონდა და პენიას ათი თავით ჯობია და გამოჩნდება ძალიან მალე რომ შეცდომა იყო მისი გაშვება .
გზა მშვიდობის, ისიც ვერ მოახერხეს კონტრაქტი გაეგრძელებინათ და გაეყიდათ მაინც.