Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” “ბოტაფოგოს” პარაგვაელი ფეხბურთელით ინტერესდება.
საქმე 20 წლის მატიას ემანუელ სეგოვია ტორალესს (სეგოვინია) ეხება, რომელსაც თამაში შემტევ ნახევარმცველად და გარემარბად (ორივე ფლანგზე) შეუძლია. თუმცა, მისი ფიზიკური მონაცემები არცისე კარგია – 163 სანტიმეტრი სიმაღლეში და 54 კილოგრამი.
კატალონიური გრანდი მატიას სეგოვიას სპორტულ/ფიზიკურ ევოლუციას დააკვირდება, შემდეგ კი გადაწყვეტს, ფეხბურთელი შეიძინოს თუ არა.
პარაგვაელით “ლიონი” და “კრისტალ პალასიც” ინტერესდებიან.
სეგოვინია პარაგვაული “გუარანის” აღზრდილია, ბრაზილიაში კი 2023 წლის აპრილში €1.40 მილიონად გადაბარგდა. ის პარაგვაის 17-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.




სად პოულობენ ამ მარგალიტებს. სადღაც წავიკითხე ბარსელონას სპორტულ დირექტორს 70-იან წლებში კაბინეტზე ეწერაო: თუ თქვენ ფეხბურთელის შემოთავაზება გინდათ 180 სმ-ზე დაბალი არ უნდა იყოსო.
ლევან დოვსკის რომ ქუსლი დაედგას ანწლისავით გასრესს…