ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფლეი ოფების ეტაპი დაიწყო და “ბარსელონელების” გაბრწყინება 1/8-ფინალის პირველივე შეხვედრაში ვიხილეთ.
ესპანეთისა და შვეიცარიის დაპირისპირება “ლა როხამ” მარტივად, 5-1 მოიგო და მუნდიალის 1/4-ფინალში თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
თამაშის გმირად მოგვევლინა ამჟამად მსოფლიოს ალბათ საუკეთესო ფეხბურთელი, “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ლიდერი აიტანა ბონმატი. 25 წლის ნახევარმცველმა 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონელების” გარეშე არცერთ გოლს ჩაუვლია. აიტანას გარდა 2-ჯერ თავი გამოიჩინა ლაია კოდინამ, რომელმაც ჯერ საკუთარ კარში გაიტანა კურიოზული გოლი, შემდეგ კი მეტოქის კარი აიღო.
“ბარსას” ფეხბურთელებიდან ესპანელთა სასტარტოში 6 ვიხილეთ: მეკარე კოლი, მცველები პარედესი, კოდინა და ბატლე, ნახევარმცველი ბონმატი და შემტევი პარალუელო. მათგან სრულად ითამაშეს კოლმა, პარედესმა, კოდინამ და ბატლემ. შეცვლაზე შევიდნენ ალექსია პუტელიასი და მარია პერესი, ხოლო მარიონა კალდენტეი სათადარიგოთა შორის დარჩა.
შვეიცარიელთა რიგებში სრულად ითამაშა “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ანა-მარია ჩრნოგორჩევიჩმა.
აბა ამ კაცებს რა ჭირთ?
ბონმატი კაცების გუნდში დაამატონ
გეშლებათ საუკეთესო პუტელიასია სულ რომ არაფერი ამას ოქროს ბურთებიც ამტკიცებს უბრალოდ ამ ბოლო ტრამვამ აღარ დააცადა მესამედაც მოეგო ზედიზედ
როგორ მინდა ლიონი გააპონ ფინალში 2 ჯერ დაკარგეს ლიგა მაგ კლუბის გამო
პუტელიასი შევიდეს ერთი ფორმაში და ეგ და ბონმატი დაიხევენ ყველაფერს შემდეგ წელსაც
აიტანა ბონმატი რო გადმოვიყვანოთ კაცების გუნდში არა?))))რა სიკლასნეა ბიჭო
ისე რა მაგრად განსხვავდება ქალთა და კაცთა ფეხბურთი. აშშ-ს, ნორვეგიას, იაპონიას და გერმაინიას აქვთ მოგებული მსოფლიო ))