კატალონიის “ბარსელონა”-დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. იქ მრავალი ბრწყინვალე ფეხბურთელი მოღვაწეობს და ყველა მათგანი რაღაცით იქცევს ხალხის ყურადღებას. ეს რაღაც კი-კარგი თამაშია. თუმცა ამის გარდა კიდევ არსებობს ფაქტი, რომელიც არავის გამოპარვია. ამ ბოლო ხანებში ბევრმა “ლურჯ-ბროწეულისფერმა” შეიცვალა ვარცხნილობა. დღეს თქვენი ყურადღების გამახვილება სწორედ ამაზე მსურს. გთავაზობთ “ბარსას” პირველი გუნდის წევრების “თმას” ადრეული კარიერიდან დღემდე, საიდანაც გავიგებთ, თუ რა გამოიწვია თმის გაზრდამ ან შეჭრამ: პროგრესი თუ რეგრესი. პირველ ნაწილში თქვენ იხილავთ: ვიქტორ ვალდესს, ხოსე მანუელ პინტოს, კარლეს პუიოლს, ხერარდ პიკეს, დანი ალვესს, ერიკ აბიდალს, სეიდუ კეიტას და ანდრეს ინიესტას

ვიქტორ ვალდესმა აშკარა პროგრესი განიცადა, როდესაც “ბარსელონას” პირველ გუნდში დაიწყო თამაში. ანუ გამოდის, რომ იგი რაც უფრო იმოკლებდა თმებს, მით უფრო უკეთესი ხდებოდა. ან შეიძლება ისიც ითქვას, რომ ესპანელმა გოლკიპერმა დაკარგა თმები იმაზე ფიქრისას, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. ასე და ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ: ამ შემთხვევაში ვარცხნილობის შეცვლამ ნამდვილად გაამართლა.

ხოსე მანუელ პინტო-“ბარსელონას” გასახდელის სული და გული. იგი ნამდვილად დიდი ძალაა კატალონიელთათვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. იცოდით, რომ მისი თმა არ ყოფილა ყოველთვის გრძელი? ახლა მას საერთოდ დაწნული აქვს, არადა იყო დრო, როცა მშვენივრად და ელეგანტურად, მოკლე ჰქონდა შეჭრილი. თუმცა ეს “ბარსაში” გადმოსვლამდე იყო. ანუ გამოდის, რომ რაც ესპანელი გოლკიპერის კაირიერა უფრო საინტერესო ხდებოდა, მისი ვარცხნილობაც უფრო და უფრო გამრავალფეროვნდა. ეს ყველაფერი კი უდიდეს პრობლემებს უქმნის მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს თერთმეტმეტრიანის დარტყმისას.

დანიელ ალვესი ყველაზე მრავალფეროვანია ვარცხნილობებში. თავიდან, როცა იგი “ბარსელონაში” გადავადა ერთი ჩვეულებრივი პიროვნება იყო, ხოლო შემდეგ გათამამდა და რა აღარ მოიგონა. ამ ზაფხულს მან ოქროსფრადაც კი შეიღება თმა. რაიმე ტიტულის მოგების შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი პირველია, ვინც ნაირ-ნაირი პარიკებით და მოდური(?) ქუდებით ეგებება და ულოცავს გულშემატკივარს ამ წარმატებას. განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია მისი პოლიციის ქუდი, რომლის დაფარებაც ალვესის მხრიდან გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რადგან იგი სწორედ რომ პატრულირებს მთელ მარჯვენა ფლანგზე. მისი თმა ძალიან კარგად აღწერს დანის, როგორც კარგ მცველად, ისე კარგ თავდამსხმელად.

კარლეს პუიოლს, “ბარსელონას” კაპიტანს ძალიან დიდი ხანია ერთი და იგივე ვარცხნილობა აქვს. იგი როდესაც პატარა იყო, დედამისი აჭრიდა თმას და ისე უყენებდა როგორც თავად სურდა. როცა კარლესი წამოიზარდა თმაც დაუხუჭუჭდა და იმის მერე სულ ასე დადის. როგორც თავად თქვა, არ დამოკლების მიზეზი მისი დიდი ყურები გახლავთ, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის. რაც გინდათ ის უწოდეთ ესპანელ ფეხბურთელს: გამოქვაბულში მცხოვრები კაცი, ლომკაცა და სხვა რამ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ასეთი ვარცხნილობა კარლესს თავდაჯერებულობას ჰმატებს და ეს გუნდის კაპიტნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხერარდ პიკე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ვარცხნილობას. როდესაც იგი “მანჩესტერში” თამაშობდა და პრაქტიკულად ჯერ ისევ პატარა ბავშვი იყო, მას გრძელი თმა ჰქონდა, შემდეგ კი გადაწყვიტა ოქროსფრად შეეღება და ცოტა შეემოკლებინა. როცა ესპანელი მცველი “ბარსელონაში” გადაბარგდა, გადაწყვიტა ხოსეპ გვარდიოლასთვის ეჩვენებინა, რომ უკვე გაიზარდა და თმა ბოლო დონემდე დაიმოკლა. ამ ხრიკმა ისეთი დონის მწვრთნელთან, როგორიც პეპია არ იმოქმედა და ამის შემყურემ, ჯერარდმა ისევ მოდურ ვარცხნილობას მიმართა, რაც ალბათ მისი შეყვარებულის დამსახურებაცაა(!). ყოველ შემთხვევაში პიკეს “ბარსას” მომავალ კაპიტნად მიიჩნევენ და გამოდის, რომ თმის ხან შეჭრამ ხან კი გაზრდამ ამ შემთხვევაშიც გაამართლა.

ერიკ აბიდალის თმა ყოველთვის მოკლე იყო. დროთა განმავლობაში მისი ვარცხნილობა იცვლებოდა და ბოლოს საერთოდ თავის სიპრიალემდე მივიდა საქმე. მოდით ვთქვათ, რომ ეს უბრალოდ მისი არჩევანია და არა ბიოლოგიური მოვლენა (ბოლოს და ბოლოს იგი ჯერ მხოლოდ 32 წლისაა). ის კი აშკარაა, რომ ფრანგ ფეხბურთელს სწორედ უქოჩრობა ეხმარება თავის პოზიციაზე საუკეთესოობაში. დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვთ წინა სეზონში “სევილიასთან” გამართული მატჩი, სადაც ერიკმა მოწინააღმდეგეს ფეხიდან სწორედ თავით ააცალა ბურთი. ეს სასწაული იყო. როგორ ფიქრობთ, შეძლებდა იგი იგივეს გაკეთებას გრძელი თმა რომ ჰქონოდა? ნამდვილად ვერა.

სეიდუ კეიტა კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომლის თმაც ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში მოკლდება. როგორც ჩანს იგი ამას სპეციალურად აკეთებს, რათა წვერი მოუშვას და მოიხდინოს. აქაც ყველაფერი აშკარაა: მისი პრიალა თავი ბრწყინვალეა მეორე კორპუსზე ბრძოლაში და ეს უდიდესი პლიუსია მისთვის.

ანდრეს ინიესტაც ასევე გახლავთ ნახევარმცველი, რომლის თმაც ნელ-ნელა მოკლდება, მაგრამ მემგონი ეს ყველაფერი ორი ადამიანის დამსახურებაა: მისი დის და მისი ცოლის. ორივე მათგანი პარიკმახერია და როგორც ჩანს ძალიან ზედმეტი მოუვიდათ, როცა ანდრესს თმას ჭრიდნენ. ფაქტი კი სახეზეა: ინიესტას ვარხნილობა რაც უფრო მოკლდება, იგი უფრო და უფრო უმატებს და უკეთესად თამაშობს.
გაგრძელება იქნება…